x
image
natia.a
"სოხუმელი ვარ" - ვინ და რატომ ედავება "ნიჭიერის" მონაწილეს სიმღერის გადაკეთებას და საავტორო უფლების დარღვევას (ვიდეო)

imageპროექტ “ნიჭიერში" თენგიზ ფულარიანის გამოსვლის შემდეგ, სოციალურ ქსელში აჟიოტაჟი ატყდა. ჟურნალისტი მაია კახიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, რომ ფულარიანმა, მისი მეგობრის, ავტორის, გიორგი ბარამაშვილის დაუკითხავად, ტექსტი და მელოდია თვითნებურად გადააკეთა.


"მრავალი წლის წინ დაწერა გიორგი
ბარამაშვილმა სიმღერა სოხუმზე, რომელსაც თავადვე ასრულებდა
და ამის მტკიცებულებაც არსებობს - ჩანაწერი და ვიდეოც.
რამდენიმე ხნის წინ, ეს სიმღრა ინტერნეტში გამოჩნდა ერთი
უფროსი თაობის წარმომადგენლის, თენგიზ ფულარიანის
შესრულებით და დამახინჯებული ინტერპრეტაციით.
არც მისამღერი, არც ავტორისეული თანმიმდევრობა და საერთოდ,
ავტორი ვის რაში აინტერესებს თურმე?
ხმამაღლა ვაცხადებ, თენგიზ ფულარიანი, სიმღერას სოხუმზე,
ავტორთან შეუთანხმებლად და თავისი ვერსიით ასრულებს.
არადა მუსიკის და ტესტის ავტორიც გიორგი ბარამაშვილი
გახლავთ. მან იუთიუბის საიტის ადმინისტრაციასაც მიმართა
თხოვნით, ამოეღოთ თენგიზ ფულარიანის შესრულებული
სიმღერა სოხუმზე, რადგან ავტორი თვლის, რომ ბატონი
თენგიზი ამახინჯებს ამ სიმღერის რეალურ ვერსიას ტექსტის
შეცვლით დამთავრებული. ეს ის სიმღერაა მხოლოდ,
შენთვის რომ გინდა ადამიანს. იმიტომაც არ აძლევდა სხვა
შემსრულებელს გიორგი ბარამაშვილი და სწორედ ამ
სიმღერით სურდა დაბრუნებულ სოხუმში სტუმრობა. დღესაც
სჯერა, რომ იქ იმღერებს. ამასობაში კი ხან რესტორანში
აჟღერდა, ხან იუტიუბზე დადეს, სოხუმზე გულმტკივანმა
ადამიანებმა ფეისბუკის საკუთარ გვერდებზე აფრიალეს
ბატონი ფულარიანის ჩანაწერი.
ამჯერად კი ნიჭიერში გაიჟღერა ამ სიმღერამ. არა, არც
"ნიჭიერზე " და არც ჟიურის წევრებზე არავინ არაფერს ამბობს,
მაგრამ ავტორს სურს, მისი სიმღერის დამმახინჯებელს შეხვდეს
და ვერსად მიაკვლია ბატონი თენგიზის ტელეფონის ნომერს,
რომ ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს ამ კარგი სიმღერის
ბედი და ავტორი. ახლა მაინც შეძლებს გიორგი სიმართლის
გარკვევას... იმედია რუსთავი - 2 მისცემს ტელეფონის ნომერს
ან სულაც შეახვედრებს ამ საქმის ორ მთავარ მოქმედ პირს
ერთმანეთს.. სამართალმა პური უნდა ჭამოს."


ესეც იუთუბზე გავრცელებული ვიდეო: "სოხუმელი ვარ (1997) ავტორის, გიორგი ბარამაშვილის შესრულებით"

0
244
3-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
244
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0