x
image
natia.a
რა არის სკანდალური ნივთი, რომელიც "აბესალომ და ეთერის" ცენტრალური დეკორაციაა

image
როგორც ცნობილია, 30 იანვარს ოპერის თეატრი განახლებული სახით გაიხსნება და 6-წლიანი პაუზის შემდეგ, ტრადიციულად შესრულდება საოპერო დადგმა "აბესალომ და ეთერი"(რეჟისორი გიზო ჟორდანია, მხატვარი - გოგი ალექსი-მესხიშვილი). დადგმაში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში აღიარებული ქართველი მომღერლები: თამარ ივერი, ლადო ათანელი და თემურ გუგუშვილი.

თუმცა გახსნამდე ოპერის თეატრისა და, განსაკუთრებით "აბესალომ და ეთერის" ირგვლივ უკვე ატეხილია ხმაური. საზოგადოების პირველი უკმაყოფილება მოჰყვა იმ ფაქტს, რომ ოპერაზე დასწრება შეზღუდული იქნება და მხოლოდ თეატრის, მთავრობის, საპატრიარქოსა და ქართუ ჯგუფის წარმომადგენლები იქნებიან მიწვეული. შემდეგი აღშფოთების მიზეზი გახდა რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის პოსტი, რომელშიც ნიკა გვარამია ფალიაშვილის ოპერას აკრიტიკებდა.

ამჯერად, კი, ახალი სკანდალის მიზეზი გახდა დადგმის ერთ-ერთი დეკორაცია, რომლის ფოტოც იურისტმა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზაზა ბიბილაშვილმა "ფეისბუქის" გვერდზე გამოაქვეყნა.

"მეგობრებო, ეს არის ცენტრალური დეკორაცია აბესალომ და ეთერის ახალი დადგმიდან, რომლითაც იხსნება თბილისის ოპერის თეატრი, 6-წლიანი პაუზის შემდეგ. ალბათ, ამ დეკორაციის შემქმნელებს უნდოდათ, ივანიშვილისთვის ეამებინათ. ან შეიძლება არც უნდოდათ, მაგრამ სპონსორზე ფიქრისას, ძალაუნებურად ეს შემოეძერწათ. ან იქნებ პირდაპირი მოთხოვნა იყო კულტურის სამინისტროს ან ფონდი "ქართუს" მხრიდან, სპექტაკლში ოპერის მთავარი ქომაგი ჩააქსოვეთო?

ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა, ეს რომ წინა ხელისუფლების დროს მომხდარიყო - რა ისტერიკაში ჩავარდებოდა ქართულენოვანი რუსული პრესა, ან რა ამბავს ატეხდა ჩვენი სასიქადულო ინტელიგენცია ქართულენოვანი რუსული ტელევიზიების ეთერებში. რას არ დააბრალებდნენ სააკაშვილს - ქართველობას გვართმევს, შეურაცხყოფას გვაყენებს, სექსუალური მანიაკია, ბავშვებს რყვნის, პატრიარქს როგორ კადრებს ამასო (ისიც იჯდება დარბაზში)... ახლა კი იგივე ხალხი დედის რძესავით შეირგებს ამ ამბავს. რატომ? პუტინისგან და ივანიშვილისგან მორთმეულს სხვა მადლი აქვს და იმიტომ. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, ეს ყველაფერი სასწაულად მოვნათლოთ და დაველოდოთ, რა შედეგით დასრულდება სცენაზე ოლიგარქის გამოსახვა მენეჯმენტისთვის და არა მხოლოდ", - წერს ბიბილაშვილი


ფოტომ მნახველებში ორაზროვანი ასოციაციები გამოიწვია და უამრავი კომენტარი მოჰყვა. ინტერნეტ-მომხმარებლები ცდილობენ გაარკვიონ, რას ასახავს უცნაური ფორმის ნივთი სცენაზე და მას "ივანიშვილის საგვარეულო ღერბს"; "ქართული ოცნების სიმბოლო "ცოცარს" უწოდებენ.


image

0
777
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
777
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0