x
image
worldsport.ge
რობერტო დი მატეო: “შალკე” მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია

imageრობერტო დი მატეოს აზრით, “შალკე” ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია მსოფლიოში, მაგრამ ესმის, რომ ამის დასამტკიცებლად მცირე დრო აქვს. კლუბი ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზეა. 44 წლის ახალ მწვრთნელს კი სწრაფი წინსვლის იმედი აქვს.
“თანამედროვე ფეხბურთში არის მცირე გამონაკლისები, როცა მწვრთნელი წლების მანძილზე ერთ გუნდში რჩება, მაგრამ მე ასე გადავწყვიტე და კლუბს მოკლე კონტრაქტზე დავთანხმდი” – განაცხადა დი მატეომ.
მწვრთნელმა კევინ ბოატენგის სათამაშო ფორმაც განიხილა: “მსგავსად ბევრი სხვა ფეხბურთელისა, ბოატენგს სჭირდება დრო, რათა დაიბრუნოს ძველი რიტმი, ჩვეული სათამაშო ფორმა.” – დაასრულა მწვრთნელმა.
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გელზერკინხენული კლუბი 5 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება. ჩამორჩება “ჩელსის, ” მაგრამ უსწრებს “სპორტინგსა” და “მარიბორს.”
44 წლის რობერტო დი მატეო შვეიცარიაშია დაბადებული, მაგრამ იტალიის ნაკრებში თამაშობდა. “ლაციოში” გატარებული სამი წარმატებული სეზონის შემდეგ ფეხბურთელის კარიერა მან სწორედ “ჩელსიში” დაასრულა. ამ კლუბში დი მატეომ 6 სეზონი ითამაშა.
მწვრთნელობა ინგლისში დაიწყო, “ვესტ ბრომვიჩის” შემდეგ 2011 წელს “ჩელსიში”, ანდრე ვილაშ-ბოაშის ასისტენტად დაინიშნა და სეზონის ბოლოს შეცვალა კიდეც ის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე – ჯერ დროებით, შემდეგ კი ოფიციალურადაც. 2012 წელს დი მატეომ “ჩელსის” ინგლისის ასოციაციის თასი და ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა, მაგრამ მომდევნო სეზონის დასაწყისშივე ის რაფაელ ბენიტესმა შეცვალა.
2014 წლის 7 ოქტომბერს დი მატეო “შალკეში” იენს კელერის ნაცვლად დაინიშნა.

დიმა შარიქაძე

www.worldsport.ge

0
14
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
14
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0