x
image
worldsport.ge
ტარდელიმ შესაძლოა აზერბაიჯანის ნაკრები ჩაიბაროს

imageიტალიის ეროვნული ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ყოფილმა ნახევარმცველმა მარკო ტარდელიმ, აზერბაიჯანის ეროვნული გუნდის თავკაცის პოსტზე შესაძლოა ბერტი ფოგთსის ადგილი დაიკავოს.
ხორვატებთან 0:6 განადგურების შემდეგ გერმანელმა სპეციალისტმა აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას გადადგომის თხოვნით მიმართა. მისი განცხადება დაკმაყოფილდა და ფედერაციის თავკაცები ახლა ფოგთსის შემცვლელს ეძებენ.
აზერბაიჯანული პრესის ცნობით, მთავარ კანდიდატად ტარდელის ვარიანტი განიხილება.
მარკო ბოლოს (2008-2013 წლებში) ირლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა, სანამ ირლანდიელებს ჯოვანი ტრაპატონი ხელმძღვანელობდა.

ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0