x
image
natia.a
"ამ მარადონებს მარტო მე ვერ ვხედავ, თუ არ არიან სინამდვილეში?"-როგორ ეხმიანება შაშკინი ქეცბაიას მისამართით გამოთქმულ კრიტიკას



image"ახლა მოვდიოდი სახლში და რადიო პალიტრას გადაცემას ვუსმენდი ფეხბურთზე და ჩვენ ნაკრებზე. მოკლედ, ის რომ ბოლო 2 წელია ჩვენი ნაკრები ცუდად თამაშობს არის სააკაშვილის, სიჭინავას და ქეცბაიას ბრალი. აბა რა, ის, რომ ბურთი მრგვალია და ბალახი მწვანეა ხომ მიშას ბრალია ამ ქვეყნის ყველა წარმატება რომ სააკაშვილთან ქვეცნობიერად ასოცირდება ვერ ასვენებს ზოგ ზოგიერთს და ყველა წარუმატებლობას ახლა მასვე უნდათ რომ “შეტენონ”. ამას ხალხი ხედავს, მაგრამ მე სხვა რიტორიკული შეკითხვა მაქვს:

მე არ ვარ ფეხბურთის ექსპერტი, ამიტომ მართლა მაინტერესებს, ამ სიჭინავას და ქეცბაიას ისე აგინებენ და აბრალებენ, რომ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ ნაკრებში 10 მარადონა თამაშობს, კარში კი ნოიერი ან ბუფონი დგას, და სიჭინავა და ქეცბაია კიდევ ამ შემადგენლობით შედეგს ვერ აღწევენ. ამ მარადონებს მარტო მე ვერ ვხედავ, თუ არ არიან სინამდვილეში?", - ასე ეხმაურება დიმიტრი შაშკინი თემურ ქეცბაიას მისამართით გამოთქმულ კრიტიკას და ქართული ფეხბურთის პრობლემებს ფეისბუქში.

0
113
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
113
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0