x
image
natia.a
ცნობილი ფეხბურთელების ყველაზე სექსუალური მეუღლეები
image
საუკეთესო ფეხბურთელები საზოგადოების მხრიდან ყურადღებას ნამდვილად არ უჩივიან, განსაკუთრებით მაშინ, თუ ცოლად ულამაზესი ქალბატონები ჰყავთ.


1. ილარა ბლაზი - ფრანჩესკო ტოტი

image

უკვე დიდი ხანია ილარა ბლაზის ფეხბურთელების ყველაზე სექსუალური ცოლების რეიტინგებში საპატიო ადგილი უჭრავს. ტოტიმ გოგონა 2002 წელს, დისკოთეკაზე გაიცნო. თავიდან "რომას" ფეხბურთელთან ურთიერთობა ილარას დიდად არ ხიბლავდა, რადგან ბავშვობიდან "ლაციოს" გულშემატკივარი იყო. მაგრამ საბოლოოდ "დანებდა".


image

ტოტიმ მომხიბვლელი ილარა რომაულ დერბზე - "რომა"-"ლაციოს" თამაშზე დაპატიჟა, რომელიც "ჯალოსორებმა" 5:1 მოიგეს. თავად ფრანჩესკომაც გაიტანა გოლი, რის შემდეგაც მაყურებელს აჩვენა მასური წარწერით : "შენ უნიკალური ხარ!".

image

მალე შეყვარებულები დაქორწინდნენ. მათი ქორწილი ნაციონალური არხით გადაიცემოდა და 1, 3 მილიონი ადამიანი ადევნებდა თვალს. თუმცა ამ "შოუს" წყალობით გამომუშავებული მთელი თანხა წყვილმა ქვემოქმედებისთვის გადარიცხა.

image

2. ალექს კარანი - სტივენ ჯერარდი

image

ალექს კარანი - ბრიტანელი მოდელი სტივენ ჯერარდთანერთად გაემგზავრა ლოს-ანჯელესის დასაპყრობად. ქვემოთ ბრიტანული ჟურნალ "ОК!"-ს გარეკანზე მათი მთელი ოჯახის ფოტოა: თავად სტივი ჯი, სამი ქალიშვილი და ფეხბურთელის მეუღლე.

image

3. მიკელა კვატროჩოკე - ალბერტო აკვილანი

image

მიუხედავად იმისა, რომ ალბერტო აკვილანი სიმპატიურობით ნაკლებად გამოირჩევა, მეუღლეში მას ნამდვილად გაუმართლა. იტალიელი მოდელი, მიკელა კვატროჩოკე ჯერ კიდევ 22 წლისა იყო, როცა ფეხბურთელისგან ქალიშვილი შეეძინა, ერთი წლის შემდეგ კი, 2012 წლის 4 ივლისს წყვილმა იქორწინა.

image

4. შაკირა - ჟერარ პიკე


image
ორი მსოფლიო დონის ვარსკვლავი ჯერ კიდევ არ არიან დაქორინებულები, მაგრამ უკვე ორი შვილი ჰყავთ - და ეს ალბათ გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე პასპორტში ჩარტყმული ბეჭედი. შაკირამ პიკე 2010 წელს სამხრეთ აფრიკაში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატის წინ გაიცნო, ტურნირის ჰიმნისათვის კლიპის გადაღების დროს.

image

5. იოლანტე კაბაუ ვან კასბერგერი - უესლი სნეიდერი

image

იოლანტე კაბაუს მამა კუნძულ იბიცაზე ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი იყო და არაოფიციალურ მეტსახელად "იბიცას მეფესაც" უწოდებდნენ. თავად იოლანდა ჰოლანდიაში იზრდებოდა, სადაც დედამისი განქორწინების შემდეგ დაბრუნდა და იქვე დაიწყო მსახიობისა და მოდელის კარიერა.

image

სნეიდერი გოგონამ ჯერ კიდევ მაშინ გაიცნო, როცა ფეხბურთელი პირველ ქორწინებაში იმყოფებოდა. პრესაში მათი შეხვედრების ამბავმა მალე გაჟონა, ამას ფოტოებიც დაერთო და უესლის პირველმა ცოლმაც განქორწინება მოითხოვა. განქორწინებიდან რამდენიმე თვეში ფეხბურთელმა მეორედ იქორწინა.


image


0
1646
9-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1646
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0