x
image
მანჩო 777
ყველაზე საშიში და შემზარავი კუნძულები დედამიწაზე
ჩვენს ლამაზ პლანეტაზე უამრავი მშვენიერი და წარმტაცი ადგილია, რომლებიც უამრავ ადამიანს იზიდავს სანახავად, მაგრამ ამავე დროს დედამიწაზე ბევრი საშიში და შემზარავი ადგილიცაა, სადაც მოგზაურობას ბევრი ჩვენგანი ვერ გაბედავდა. ულამაზეს და ეგზოტიკურ კუნძულებთან ერთად ბევრია ისეთი კუნძულიც, სადაც ფეხის დადგმა ადამიანებისათვის აკრძალულია. ეს არასტუმართმოყვარე კუნძულები დაბინძურებულია ციმბირის წყლულის და შავი ჭირის სპორებით, შხამიანი ბირთვული ნარჩენებით, ბევრი მათგანი კი ატომური იარაღის გამოსაცდელ პოლიგონს წარმოადგენდა.

სამწუხაროა, რომ ისინი ადამიანისათვის საშიში სწორედ მათი დაუფიქრებელი მოქმედების გამო გახდა.

მოკლედ, ჩაალაგეთ თქვენი ჩემოდნები, მოიმარაგეთ აერწინაღები და რადიაციისაგან დამცავი კოსტიუმები, რადგან ჩვენ ვაპირებთ ვესტუმროთ ყველაზე საშიშ, შემზარავ და საფრთხის შემცველ კუნძულებს. თუ თქვენ გიყვართ საშიში მიტოვებული ადგილები და მათთან დაკავშირებული ძარღვებში სისხლისგამყინავი ისტორიები, მაშინ ეს პოსტი ზუსტად თქვენთვისაა განკუთვნილი. მაშ ასე, წარმატებულ მოგზაურობას გისურვებთ მსოფლიოს ყველაზე შემზარავ კუნძულებზე.




7. კუნძული მიაკეძიმა



image

კუნძული მიაკეძიმა მდებარეობს წყნარ ოკეანეში, ტოკიოდან 128 კილომეტრის დაშორებით. ნამდვილად ძალიან მამაცი უნდა იყოთ, რომ აქ ცხოვრება გაბედოთ. მიაკეძიამა - ვულკანური კუნძულია მოქმედი ვულკანით, რომლის ამოფრქვევა თითქმის ყოველწლიურად ხდება. კიდევ უფრო საშიშია სასიკვდილო გოგორდმჟავა აირი, რომელიც აქ მიწის ყოველი კუთხიდან ამოდის.



6. გრიუინარდის კუნძული


image

მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა ციმბირის წყლული გამოეცადა ბიოლოგიური იარაღის რანგში. ამისათვის მათ შეიძინეს გრიუინარდის კუნძული, რომელიც შოტლანდიის ნაწილს წარმოადგენდა. ეს კუნძული მრავალი ათეული წლის განმავლობაში დარჩა დაბინძურებული ციმბირის წყლულის სპორებით. 1986 წელს აქ გააფრქვიეს 280 ტონა ფორმალდეჰიდი, რომ ნაწილობრივ მაინც გაენადგურებინათ სასიკვდილო სპორები.

გრიუინარდი თავისუფალ კუნძულად 1990 წელს გამოაცხადეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, აქ მოხვედრას და მით უმეტეს ცხოვრებას კარგა ხანს ვერავინ გაბედავს, რადგან არავინ არ იცის, თუ როგორი იქნება ფორმალდეჰიდის ხანგრძლივი მოქმედების შედეგი.


image


5. ატოლი ენივოტეკი


image

ატოლი ენივეტოკი - წყნარ ოკეანეში მდებარე მარშალის კუნძულების ნაწილს წარმოადგენს. სწორედ აქ მდებარეობს სახელგანთქმული კუნძული რუნიტი. აქ ატარებდა აშშ წლების განმავლობაში ბირთვულ გამოცდებს - ეს ხდებოდა 1970 წლამდე, როცა ადგილობრივ მოსახლეობას უფლება მისცეს დაბრუნებოდა საკუთარ საცხოვრებელ ადგილებს. ჩატარდა მასშტაბური გამწმენდი სამუშაოები, რომელიც 1977 წლამდე გრძელდებოდა. კუნძულის ზედაპირიდან აღებული 110 000 კუბური მეტრი მიწა საგულდაგულოდ იქნა დამარხული ღრმა კრატერში, რომელიც ბირთვული აფეთქების შემდეგ იყო დარჩენილი კუნძულზე.

ამერიკელმა სამხედროებმა ააგეს უზარმაზარი სარკოფაგი, რომელიც ცნობილია კაქტუსის გუმბათის სახელწოდებით. 1980 წელს აშშ მთავრობამ დაადგინა, რომ კუნძული უსაფრთხოა საცხოვრებლად, მაგრამ ბევრი მეცნიერი საწინააღმდეგოს ამტკიცებს და თვლის, რომ ის ტარაკანების საცხოვრებელ ადგილადაც კი არ გამოდგება.


image


4. აღორძინების კუნძული


image
კუნძულს, რომელსაც ირონიულად უწოდეს აღორძინების კუნძული, ამჟამად ორი სახელმწიფო-უზბეკეთი და ყაზახეთი იყოფს. არალის ზღვის კატასტროფული ამოშრობის გამო კუნძული კონტინენტს შეუერთდა და უკვე აღარც ითვლება კუნძულად, 1948 წელს სსრკ-ის მთავრობამ აქ საიდუმლო ლაბორატორია მოაწყო, სადაც ბიოლოგიურ იარაღს ცდიდნენ. აქ ცდებს აწარმოებდნენ ყველაზე საშიშ დაავადებებზე, როგორიცაა: ციმბირის წყლული, ყვავილი, ტულარემია და სხვა. საიდუმლო მასალების თანახმად, რომელთა გასაჯაროება სულ ცოტაოდენი ხნის მოხდა, ციმბირის წყლულის და შავი ჭირის სპორები ჯერ კიდევ მრავლადაა დამარხული კუნძულზე. 2000 წელს აშშ-ის დახმარებით მოხდა კუნძულზე არსებული მიკრობების დეზაქტივიზაცია, მაგრამ კუნძულთან მიახლოება მაინც სასტიკადაა აკრძალული, რადგან კონტეინერებიდან, რომლებშიც დამარხული იქნა სპორებიანი ნიადაგი, დაიწყო გაჟონვა. ახლომდებარე სოფლების მოსახლეობაში უკანასკნელ წლებში მუტაციისა და გენეტიკური დაავადებების უამრავი შემთხვევა გამოვლინდა.


image


3. ატოლი ბიკინი


image

აშშ-მა ამ კუნძულზე 1946-დან 1958 წლამდე 70 საცდელი ბირთვული აფეთქება განახორციელა. 1946 წლის ივლისში ამ ატოლზე ჩატარდა ოპერაცია "გზაჯვარედინი". 73 ჩამოწერილი ხომალდის მიერ ოკეანეში იქნა ჩაგდებული კოლოსალური სიმძლავრის ატომური ბომბი. 29 ივლისს მოხდა ამ ბომბის აფეთქება. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ კუნძული ნაწილებად დაიშალა. საოცარია, მაგრამ 1968 წელს აშშ-ის ხელისუფლებამ კუნძული უსაფრთხოდ გამოაცხადა და ხალხს უფლება მისცა აქ კვლავ დასახლებულიყო. ათი წლის შემდეგ ფრანგმა მეცნიერებმა კუნძულზე ჩაატარეს კვლევა და დაადგინეს, რომ სტრონციუმის (რადიაქტიური ელემენტი) რაოდენობა დასაშვებს 90-ჯერ აღემატებოდა. ადგილობრივი მოსახლეობა ისევ გადაასახლეს კუნძულიდან და კვლავ ჩაატარეს მასშტაბური გამწმენდი სამუშაოები.




2. კუნძული ფარალონი


image

სან-ფრანცისკოს ახლოს მდებარე კუნძული ფარალონი იშვიათი სილამაზით გამოირჩევა. ეს არის ბუნებრივი ნაკრძალი ვეშაპებით, სელაპებით, ზვიგენებით და ზღვის ფრინველებით. აქ შესაძლებელი იყო მშვენიერი პარკის მოწყობა, რომ არა ერთი გარემოება ... ათწლეულების განმავლობაში - 1946 - დან 1970 წლამდე ამ კუნძულის სანაპიროზე მდებარე ზღვა გამოყენებული იყო ბირთვულ ნაგავსაყრელად. ზუსტი რაოდენობა განადგურებული ფლორისა და ფაუნისა უცნობია, მაგრამ ცნობილია ერთი, რომ ზღვის ფსკერიდან კონტეინერების ამოღების მცდელობას გაცილებით უარესი შედეგები მოჰყვა. ამიტომ გადაწყვიტეს მათი იქ დატოვება. სულ კუნძულის გარშემო ოკეანის ფსკერზე აწყვია 47 000 55-გალონიანი ბირთვულნარჩენებიანი კასრი.



1. ოკუნოსიმას კუნძული


image

კუნძული ოკუნოსიმა, რომელიც ასევე ცნობილია ბოცვრების კუნძულის სახელწოდებით, მეორე მსოფლიო ომის დროს წარმოადგენდა მომწამლავი გაზების ფაბრიკას. რადგან იაპონელებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც უარს ამბობდნენ მომწამლავი აირის გამოყენებაზე, იაპონიის მთავრობამ გადაწყვიტა საიდუმლოდ დაეტოვებინა ამ კუნძულის არსებობა და საერთოდ წაშალა ის ყველა რუკიდან. ექვსი კილოტონა მხუთავი გაზი გამოსცადეს კურდღლებზე, სწორედ აქედან წამოვიდა კუნძულის სახელწოდებაც. ომის დასრულების შემდეგ მოკავშირეებმა გაანადგურეს ყველა სახის მომწამლავი აირები. ამის შემდეგ კუნძულზე ძალიან მომრავლდნენ ბოცვრები, რომლებიც ცდებს გადარჩენილი კურდღლების შთამომავლები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად კუნძული უსაფრთხოდაა მიჩნეული, იქ ცხოვრება მაინც რისკებთანაა დაკავშირებული.


image


ადამიანის ცდამ, თავის ძალას დაუმორჩილოს დამანგრეველი ძალები, მიიყვანა კაცობრიობა იქამდე, რომ ეს კუნძულები ამჟამად საცხოვრებლად უსარგებლოა და სახიფათო. ამიტომ გვმართებს მომავალში დაფიქრება, სანამ გავაგრძელებდეთ კუნძულების მოწამვლას, დავაბინძურებდეთ ოკეანეებსა და ზღვებს, გავანადგურებთ ფლორასა და ფაუნას.


9
690
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
690
  
2014, 27 ნოემბერი, 13:26
:) ყველა ეგრე ვართ..სადაც გავიზარდეთ, ის ადგილი ორმაგად საყვარელია
2014, 27 ნოემბერი, 13:24
ახლა ვიგრძენი თუ როგორ მყვარებია ჩემი გორი :))
2014, 13 ნოემბერი, 20:27
:D :D :D ხო აბა სხვა რა უნდა გეგულისხმა :P
2014, 13 ნოემბერი, 20:26
ჰოდა ეგ ვიგულისხმე მეც:)
2014, 13 ნოემბერი, 20:24
გავლით თითო საათი წელიწადში რამდენჯერმე მიხდება :D
2014, 13 ნოემბერი, 20:21
რა იცი კაცო, მოდი და მოგიხდეს, ჰაა?:D
2014, 13 ნოემბერი, 20:20
ჰმ.....ეს რა იყო ეხლა :@ რა მინდა მანდ????
2014, 13 ნოემბერი, 20:19
ან ზესტაფონში ფეროს კვამლის სუნთქვა, ხომ?:DDDD
2014, 13 ნოემბერი, 20:17
ო ლა ლააა :X:X:X ისევ კასპში მირჩევნია ცხოვრება და ცემენტის ქარხნის გამონაბოლქვის სუნთქვა :D
0 1 9