x
image
worldsport.ge
ბათუმში ახალი სტადიონი აშენდება

imageბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე ბათუმის “დინამოს” სტადიონი აშენდება. სტადიონის მშენებლობა მომავალი წლიდან დაიწყება და 2017 წელს დასრულდება. ამ თემაზე ბათუმის “დინამოს” დირექტორმა ოთარ ფედიჩკინმა და აჭარის ფინანსთა და ეკონომის მინისტრმა დავით ბალაძემ აჭარის ტელევიზიასთან ისაუბრეს.
“შესანიშნავი ტერიტორიაა. ქალაქის ცენტრში მდებარეობს და მისადგომად მოსახერხებელია. ამასთან, სტადიონის აშენება აქ არსებული უბნის განვითარებასაც შეუწყობს ხელს.”
“სტადიონს ექნება სათადარიგო მოედანი, ასევე აშენდება დარბაზები, რაც კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანია” – განაცხადა ბათუმის “დინამოს” დირექტორმა ოთარ ფედიჩკინმა “აჭარის” ტელევიზიასთან საუბრისას.
აღნიშნულ თემაზე ასევე ისაუბრა აჭარის ფინანასთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ. მისი თქმით, სტადიონმა, რომელიც 2017 წელს აშენდება, ფიფასა და უეფას სტანდარტები უნდა დააკმაყოფილოს.
სტადიონის მშენებლობისთვის მიმდინარე წელს ბიუჯეტიდან 450 000 ლარი გამოიყო, 2015 წელს – 15 000 000 ლარია გათვალისწინებული, ხოლო პროექტის საერთო ღირებულება 36 000 000 ლარს შეადგენს.




დიმა შარიქაძე

www.worldsport.ge

0
272
2-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
272
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0