x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
სააკაშვილი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმიანება და სკანდალურ ვიდეოს ავრცელებს
image
”გუშინ, საქართველოს მთავრობის ფორმალურმა ხელმძღვანელმა, აფხაზეთის ეთნიკური წმენდა და ოკუპაცია (ასე უწოდებდა მსოფლიო ბოლო ათწლეულების განმავლობაში საქართველოს ამ უმნიშვნელოვანეს რეგიონში მომხდარ ტრაგედიას) გამოაცხადა "აფხაზეთის ბრძოლად თვითგამორკვევისათვის". ამ იურიდიული ტერმინის გამოყენებით ხდება ჩვენი მრავალწლიანი სამართლებრივი ბრძოლის მთლიანად წყალში გადაყრა.

"თვითგამორკვევა" ძალიან კონკრეტული შინაარსის საერთაშორისო სამართლებრივი ტერმინია, რომელიც მთლიანად ათავისუფლებს რა რუსეთს, ოკუპაციისა და სხვა ჩადენილი დანაშაულების პასუხისმგებლობისაგან, გზას ხსნის აფხაზეთის "დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის" საერთაშორისო აღიარებისკენ. ამ ტერმინის გამოყენებით საქართველოს მთავრობა უმძიმეს დარტყმას აყენებს ჩვენი ქვეყნის მთლიანობას და შეურაცხყოფს საქართველოსთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას, ისევე როგორც აფხაზეთიდან დევნილ ნახევარ მილიონ ჩვენს თანამემამულესა და თითოეულ ქართველს" - წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ტექსტს თან ურთავს ვიდეოს, სახელწოდებით "წუხელ სიზმარში აფხაზეთი ვნახე".








წყარო: palitratv.ge

0
940
2-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
940
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0