x
ალასანიას გზა ფავორიტობიდან მოღალატეობამდე



თავდაცვის ყოფილი მინისტრის პოლიტიკური კარიერა 2003 წლიდან იწყება. 2012 წელს პოლიტიკურ მოღვაწეობას კოალიცია ქართულ ოცნებაში აგრძელებს.
არჩევნების შემდეგ, თავდაცვის მინისტრის პოსტის გარდა, ის ვიცე-პრემიერობასაც ითავსებდა. დაპირისპირებები, უამრავი შენიშვნა, ფარული სატელეფონო ჩანაწერები - ირაკლი ალასანია ამ ორი წლის განმავლობაში მუდამ მოვლენების ეპიცენტრში იყო. 4 მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვა და თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავება - ოთხ ნოემბერს პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს ბრალი წაუყენა, თავად მინისტრმა კი პრემიერის გადაწყვეტილებით, თანამდებობა დაკარგა.
„ის, რაც გააკეთა ალასანიამ, რა თქმა უნდა, ჩემთვის პირადად არის 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის გამარჯვების ღალატი და ქართველი ხალხის მოტყუების მორიგი მცდელობა, რაც მას არაერთხელ გაუკეთებია“, - განაცხადა ირაკლი ალასანიას შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერს უპასუხა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმაც.
„ჩემი აზრით, მართალი კაცები, ვისაც აქვთ სახე, ამ სახეს არ კარგავენ. ამ შემთხვევაში, პრემიერმა სახე დაკარგა“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ...
„ინფო 9“-მ ირაკლი ალასანიას შესახებ ყველა საინტერესო მოვლენა, დაპირისპირება და ფაქტი შეაჯამა.

0
12
შეფასება არ არის
ავტორი:Mr NIKA
Mr NIKA
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0