x
ამინდის შესაძლო გაუარესების გამო, ვერეს ხეობასა და ზოოპარკში გაწმენდითი სამუშაოები შეჩერდება

imageმდინარე ვერეს ხეობასა და ზოოპარკში გაწმენდითი სამუშაოები დროებით შეჩერდება. აღნიშნულის მიზეზი ამინდის მოსალოდნელი გაუარესებაა. როგორც ჟურნალისტებს თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ განუცხადა, ხევიდან მიმდინარეობს ტექნიკის და ადგილზე მომუშავე ხალხის გამოყვანა. მისივე თქმით, მოსალოდნელია ძლიერი წვიმა. აეროპორტის ტერიტორიზე სეტყვა უკვე დაიწყო. სუდაძის განმარტებით, სამუშაოების შეჩერების გადაწყვეტილება უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე იქნა მიღებული.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსი" იუწყება

0
295
1-ს მოსწონს
ავტორი:Mr NIKA
Mr NIKA
295
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0