x
image
მანჩო 777
გრაფი დრაკულას რეალური პროტოტიპი – თავადი ვლადისლავ ცეპეში
ვალახიის მმართველი - თავადი ვლადისლავ ცეპეში (გრაფი დრაკულას სახე და პროტოტიპი) წლების განმავლობაში შიშის ზარს სცემდა მთელ თავის სამფლობელოს გაუგონარი სისასტიკითა და სიმხეცით. რა თქმა უნდა, თავისი მსხვერპლის კისრიდან ის სისხლს არ სვამდა, მაგრამ ათასობოთ ადამიანის წამება, სიკვდილით დასჯა და ძელზე გასმა ამ სისხლისმოყვარულ ადამიანს უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა.


image


ყველაფერი ეს დეტალურადაა აღწერილი მე-15 საუკუნის ხელნაწერებში. თავად ცეპეშთან მიმართებაში არსებობს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრება: პირველის თანახმად, გრაფი შეშლილი სადისტი იყო, რომელიც სიამოვნებას ღებულობდა თავისი მსხვერპლის აბუჩად აგდებითა და წამებით; მეორე მოსაზრების თანახმად, ის ამ სახით უბრალოდ ცდილობდა შიში აღმოეფხვრა ჯარისკაცებში და აელაგმა თავგასული და მოღალატე ბოიარები.


image



ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა გრაფმა სასტიკად იძია შური მამამისის-ვალახიის მმართველის ვლად II-ის მკვლელებზე და ასობით ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს. მან ისინი უბრალოდ კი მოკლა, არამედ საშინელი წამებით, გაუფატრა რა მუცლები ბლაგვი ხმლით. სიჭაბუკის წლების დიდი ნაწილი ვლადისლავმა თურქების ციხეში გაატარა ადგილობრივი ბოიარების ღალატისა და დაბეზღების გამო. როცა ის ციხიდან გათავისუფლდა, შეიტყო, რომ მამამისი მოღალატე ბოიარებმა მოუკლეს. რადგან ახალგაზრდა თავადმა ზუსტად არ იცოდა მოღალატეების სახელი, მან ყველა ბოიარი სადილზე მიიწვია, შემდეგ კი სასტიკად გაუსწორდა მათ.


image


თავადი ცეპეში ყველასგან მოითხოვდა, რომ მისთვის გრაფი დრაკულა ეწოდებინათ, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავდა "დრაკონის შვილს", თუმცა დროთა განმავლობაში ხალხმა ამ სიტყვას სრულიად სხვა დატვირთვა მიანიჭა, კერძოდ-"სატანის შვილი" და სრულიად სამართლიანადაც.


image


ამბობენ, რომ დრაკულას იუმორის გრძნობაც ჰქონდა, თუმცა მეტად სასტიკი. მაგალითად, როცა ძელზე გასმული ადამიანები ბაყაყებივით ცახცახებდნენ, თავადი მათ სიცილით უყურებდა და ამბობდა:"ოჰ, რა გრაციოზული მოძრაობებით გამოირჩევიან ისინი".


image


ძელზე გასმა დრაკულას საყვარელი წამების სახე იყო. შეიძლება ბევრი თვლის, რომ დრაკულა უბრალოდ შეშლილი სადისტი იყო, რომელიც კლავდა და აწამებდა განურჩევლად ყველა ადამიანს, მაგრამ ამაზეც ურთიერთგამომრიცხავი წერილობითი ფაქტები არსებობს.


image


ძელზე გასმა იმ დროისათვის დასჯის ძირითადი სახე იყო, მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუ რისთვის სჯიდნენ ადამიანს: სამშობლოს ღალატისა თუ ერთი ცალი პურის ქურდობისათვის. რა თქმა უნდა, იყო გამონაკლისი შემთხვევებიც. მაგალითად, ერთხელ დრაკულას მიწაზე დაბანაკებული ბოშათა თაბორიდან ერთმა ბოშამ რაღაც მოიპარა. დრაკულამ ბრძანება გასცა საცოდავი ქურდი ცოცხლად მოეხარშათ, შემდეგ კი შეაკრებინა ბოშები და აიძულა მათ თანამოძმის ხორცი ეჭამათ.


image


ცდილობდა რა ვალახიის დედაქალაქის ქუჩებში წესრიგის დაცვას და მის შენარჩუნებას, დრაკულა თავიდან იცილებდა ავადმყოფებსა და მათხოვრებს, წვავადა რა მათ ცოცხლად კოცონზე. ერთხელ მან დღესასწაულის მომიზეზებით თავის ერთ - ერთ სახლში მოიპატიჟა მათხოვრები, დავრდომილები და მაწანწალები. მათ მშვენიერი სუფრა გაუწყვეს, სადაც დრაკულა თავად მასპინძლობდა უბედურებს. მას შემდეგ, რაც ყველა დანაყრდა, დრაკულამ ზრდილობიანად მოიხადა ბოდიში და გარეთ გამოვიდა. ამის შემდეგ მან თავის მსახურებს უბრძანა, სახლის ყველა გასასვლელი და ფანჯარა ამოეგმანათ, რის შემდეგაც სახლს ცეცხლი წაუკიდეს და უამრავი ადამიანი ცოცხლად გამოწვეს შიგ. თუმცა ეს ზღვაში წვეთი იყო იმასთან შედარებით, რასაც ის სჩადიოდა: ხანდახან თავისი სამფლობელოს შემადგენლობაში შემავალ მთელ სოფელს თავის მცხოვრებლებიანად გადააწვევინებდა ხოლმე თავის ერთგულ მსახურებს და ხშირად ამას აკეთებდა ყოელგვარი მიზეზის გარეშე.


image


ამ უამრავი მკვლელობის შედეგი იყო ის, რომ დრაკულა მთლიანად აკონტროლებდა თავის ხალხს და შიშის ზარს სცემდა მათ. იმისათვის, რომ გაეგო, თუ რამდენად ეშინოდათ მისი მის ქვეშევრდომებს, დრაკულამ ასეთი რამ მოიფიქრა: მან ქალაქის მთავარ მოედანზე დაადგმევინა სუფთა ოქროს თასები. გრაფმა გამოაცხადა, რომ ნებისმიერ ადამიანს შეეძლო ამ თასებიდან წყლის დალევა, მაგრამ არცერთი თასი არ უნდა დაკარგულიყო. იმ დროს ქალაქში 60 000 ადამიანი ცხოვრობდა. დრაკულას მმართველობის მრავალი წლის მანძილზე ერთი ადამიანიც კი არ მიკარებია ამ თასებს, რომ არაფერი ვთქვათ მათ მოპარვაზე მიუხედავად იმისა, რომ ათასობით ადამიანი სრულ სიღატაკეში ცხოვრობდა.


დრაკულა გამუდმებით წამლავდა წყალს თავის კუთვნილ ჭებში თურქების გამუდმებული შემოსევების გამო. ის წვავდა თავის სოფლებს, რომ თურქებს არ მისცემოდათ იქ ძალების მოკრების და სურსათის აღების საშუალება, ხოლო დაპყრობილ მიწებზე ათასობით თავისსავე ქვეშევრდომს ხოცავდა, რომ თურქებს არ ჩავარდნოდნენ ტყვედ.


image


მთელი ცხოვრების მანძილზე თურქი დამპყრობლების წინააღმდეგ მებრძოლი თავადი საბოლოოდ მაინც მათი მსხვერპლი გახდა. ის დაიღუპა ერთ-ერთი ბრძოლის დროს. ხელნაწერებში ნათქვამია, რომ დრაკულას სხეული დაკრძალეს ბუქარესტის გარეუბანში მდებარე სნაგის მონასტერის სასაფლაოზე, მაგრამ არსებობს საწინააღმდეგო მოსაზრებაც: ერთნი ამტკიცებენ, რომ თავადის სხეული მისი სიკვდილის შემდეგ გაქრა, მეორე ამბობენ, რომ გრაფი ჩვეულებრივად დაკრძალეს, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ მისი ნეშტი საფლავიდან გაქრა. ეს ვარიანტიც სავსებით შესაძლებელია, რადგან ვლად III ანუ გრაფი დრაკულა დიდ საგანძურთან ერთად დაკრძალეს და სავარაუდოა, რომ მძარცველებმა მისი საფლავი ამოთხარეს და გაძარცვეს.


image


ასეა თუ ისე, ვლად III, იგივე თავადი ვლადისლავ ცეპეში და იგივე გრაფი დრაკულა არაერთი წიგნის თუ ფილმის გმირი გახდა... მის შესახებ უამრავი ლეგენდა არსებობდა და კვლავაც იარსებებს მრავალი წლის მანძილზე. მომავალშიც მრავლად გადაიღებენ ფილმებს ადამიანის სისხლისმოყვარულ იდუმალ, სასტიკ და ამავე დროს ელეგანტურ ვამპირზე.

5
1710
12-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1710
  
2014, 14 ნოემბერი, 2:15
კაი იყო
2014, 5 ნოემბერი, 21:26
მოუსვენარო:))
2014, 5 ნოემბერი, 14:32
ხომ არ შEგაშინე?:D
2014, 5 ნოემბერი, 13:49
ვაიმე რა სისატიკეა, ავადმყოფი იქნებოდა.
0 1 5