x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
სასწრაფო დახმარების ყველაზე უცნაური გამოძახებები
image***ექიმო დამიდასტურეთ, რომ მე ფეხმძიმედ ვარ, თორემ ქმარს არ სჯერა.-გამოძახების დრო ღამის 2 საათი.


***ექიმო, სანატორიუმის ბლანკის შევსება მინდა, რომელიც სამსახურში მომცეს, როგორ თქვენ არ იცით? -გამოძახება 20 საათზე, დაახლოებით 45 წლის მამაკაცი.


***ექიმო კისერი არ შეგიძლიათ დამიზილოთ?ახლა მალე საჭესთან უნდა დავჯდე.-გამოძახების დრო დილის 7 საათი.ინტელიგენტური გარეგნობის ქალი 40-45 წლის.


***ექიმო აეროპორტში ვერ წამიყვანთ? ბარგი ბევრი მაქვს და ტაქსში არ დაეტევა, გადავიხდი.-გამოძახების დრო ღამის 12 საათი. 50 წლის შუა აზიელი მამაკაცი.



***ექიმო ჩემი შვილი ერთი დღეა კუჭში არ გასულა.-დედა 70 წლის, შვილი მთვრალი, დაახლოებით 40 წლის.


***ექიმო არ შეგიძლიათ ისეთი ნემსი გამიკეთოთ, რომ სამუდამოდ დავიძინო?გამოძახების დრო-შუა ღამე.ქმარზე გაბრაზებული ქალი, დაახლოებით 50 წლის.


***ექიმო ჩემს კატას სტერილიზაციას ვერ გაუკეთებთ? გამოძახების დრო დილის 10 საათი.ხანშიშესული ქალბატონი.


***ექიმო იმიტომ გამოგიძახეთ, რომ ჩემს ბიჭს ესაუბროთ ნარკოტიკების მავნებლობის შესახებ.-გამოძახების დრო ღამის 1 საათი. დედა 40 წლის, შვილი 14-ის.


***ექიმო ჩემთან ერთად არ დალევთ? დღეს დაბადების დღე მაქვს.გამოძახების დრო-დილის საათები.როგორც აღმოჩნდა მამაკაცს დაბადების დღე 1 კვირის წინ ჰქონდა და იმის შემდეგ არ გამოფხიზლებულა.

2
515
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
515
  
2014, 3 ნოემბერი, 13:06
ექიმო ჩემი შვილი ერთი დღეა კუჭში არ გასულა.-დედა 70 წლის, შვილი მთვრალი, დაახლოებით 40 წლის.


ამაზე მაგრამ გამეცინა
0 1 2