x
image
ნინო ნინო
ჩვენი სოციალური მატრიცა ანუ სიზულვილის სიყვარული
საქართველოს ექსხალხიპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ერთგან ეს მგზნებარე სიტყვები წარმოთქვა: “ მათთვის, ვისაც ეზიზღება სომხები, მე სიამოვნებით ვიქნები სომეხი, მათთვის, ვისაც ეზიზღება აზერბაიჯანლები, მე სიამოვნებით ვიქნები აზერბაიჯანელი“ საქართველოს პრეზიდენტის ეს სიტყვები არასამთავრობო ორაგიზაციებში და სოცაილურ ინსტიტუტებში იმხანად მეტად პოპულარული იყო, თუმცა ძნელი სათქმელია, ეგოდენი ტოლერანტობის შემდეგ ან ამ შემწყნარებლობასთან რა საერთო ქონდა გაეროში იმავე სააკაშვილის ნათქვამს: რუსეთი ზანგებივით გვეპყრობაო! რა თქმა უნდა, მას გულში არანაირი რასიზმი არ დებია, თუმცა გეროს ტრიბუნებზე მსგავსი გამოსვლები და არალიტერატურულ, მუშურ-გლეხური გამოსვლები ჩვენ წარმოგვაჩენს უსაზღვროდ ნაციანალისტ, რასისტ და ქსენოფობ ერად. სამწუხაროა, თუმცა ფაქტია, პრეზიდენტი იმ მომენტში კულტურის ნორმებიდან გამოვიდა.

ეს ისე შესავლისთვის, რაკი ნათქვამია ყველაფერი შესავლით უნდა დაიწყოს კაცმაო

გადავიდეთ მთავარზე, გადავიდეთ ჩვენი საზოგადოების ყველაზე სუსტ წერტილებზე: ბოლოდროს მოდაში შემოსულ თემაზე, ვუწოდოთ ფემიციდი, ასევე პოპულარულ ჰომოფობიაზე, შემდეგ რასიზმზე, ქსენოფობიაზე და ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს... თუმცა ჩამონათვალს ერთიც უნდა დავძინოთ: პროვინციალიზმი!

ყოველთვის, როცა ჩვენი სოციუმის პრობლემებზე მიდგება საქმე, მე უნებურად მახსენდება, თანამედროვე ფრანგი მწერლის ჩვეული პირდაპირობით ნათქვამი:“ ყველა საზოგადოებას, აქვს თავისი სუსტი წერტილები, იყავით ამაწრწენი და იქნებით მართალი“


ამქვეყნად რამდენი სიმართლეა, რომელზეც ვერ ილაპარაკებ, რომ არ გამოიწვიო აგრესია, განრისხება, ზიზღიც სხვათაშორის...

ჰოდა, ვიალაპარაკოთ, ვილაპარაკოთ, ჩვენი საზოგადოების მთავარ სისუსტეზე, რომელსაც არაფერი ქვია სხვა თუ არა სიძულვილი, იმ ყველასა და ყველაფრის მიმართ რაც ჩვენ არ გვგავს, არ ჯდება იმ მოცემულობაში, რომელიც ჩვენს თავებშია ჩაკირული, ამას “ მეცნიერულის ენით“ სოციალური მატრიცა ქვია პოპულარულ ენაზე კი სიძულვილის სიყვარულს დავარქმევდი...

ჰო, სოციალურ მატრიცაში გამომწყვდეული ადამიანები კლავენ ემანსიპირებულ ქალებს, სოცალური მატრიცის პატიმრები ყრიან ფერადკანიანებს ავტობუსებიდან, ამ “ კვადრატში“ ჩაკეტილები ეძახიან რეგიონელებს “ჩამოთრეულებს“და ასეთი ფრუსტრირებული ადამიანები მოიხსენიებენ ჩინელებს ვიწროთვალებებად...

ასე რომ, ჩემო კარგებო, ვერავინ გვიშველის თუ თავს არ ვუშველეთ, მოეშვით ენჯეობის და პოლიციის, სახელმწიფოს და ეკლესიის მუდმივ დადანაშაულებას და თავებს მივხედოთ : ერთადერთია გამოსავალი და ეს არის სოციალური მატრიციდან თავის დაღწევა... მისი კარს კი ერთადერთი გასაღები თუ შეაღებს: სიძულვილის შეძულება, შევიძულოთ სიძულვილი და შევიყვაროთ სიყვარული და ჩვენ დავემსგავსებით სამოქალაქო საზოგადოებას, დღესდღეობით კი ჩვენ ვართ უბრალოდ ხ ა ლ ხ ი!

6
35
2-ს არ მოსწონს
ავტორი:ნინო ნინო
ნინო ნინო
35
  
2014, 1 ნოემბერი, 19:32
გასაგებია, გმადლობთ ,აგრა, ფიზიკურად ვერაფერს ვხდები
2014, 1 ნოემბერი, 18:50
სათაურში გაქვს შეცდომა და დაგიბლოკავენ ჩემო კარგო, მე გითხარი, ნება შენია.
2014, 1 ნოემბერი, 18:48
არც კოპირდება არ მგონია ერთი შეცდომის გამო არ იბლიკება :(
2014, 1 ნოემბერი, 18:45
არა ჩემო კარგო, წაშალე, გადააკოპირე და ახლიდან დადე სანამ დროა.
2014, 1 ნოემბერი, 18:43
გამოქვეყნების შემდეგ ეს შესაძლოა?
2014, 1 ნოემბერი, 18:35
სათაური ჩაასწორეთ არ დაგიბლოკონ სტატია.
0 1 6