x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
5 ყველაზე კალორიული ხილი

image


ჩვენს უმრავლესობას ჰგონია, რომ ყველანაირი ხილი ეხმარება წონაში კლებას. ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ, თავადაც მიხვდებით, რომ ეს ვარაუდი არასწორია.
მაშ ასე, წარმოგიდგენთ 5 ყველაზე კალორიულ ხილს.

1. ავოკადო - მართალია ეს ხილი ერთ-ერთი ყველაზე კალორიულია, დაახლოებით 100 გრამი 170 კალორიას შეიცავს, მაგრამ ის მაინც საყვარელი ხილია დიეტოლოგებისთვის. თუ თქვენ ძალიან გიყვართ ავოკადო, მაშინ ეცადეთ მიიღოთ ყველანაირი დამატებების და სოუსების გარეშე. მხოლოდ ამ შემთხვევაში არ იქონიებს ის უარყოფით გავლენას თქვენს სხეულზე.


2. ბანანი - ალბათ ყველამ ვიცით ბანანის კალორიულობის შესახებ. 100 გრამ ბანანში 90 კალორიაა, ამიტომ ნამდვილად არ არის მიზანშეწოლილი მისი დიეტაში გამოყენება, მაგრამ ამ ხილის მთლიანად უარყოფაც არ შეიძლება. ის შეიძლება გამოდგეს აქტიური ადამიანების განტვირთვის საშუალებად.

3. ყურძენი - კიდევ ერთი საძულველი ხილი დიეტისთვის. დაახლოებით 70 კალორია 100 გრამში. არსებობს ვარაუდი, რომ მწვანე ყურძენი ნაკლებად კალორიულია, შავთან შედარებით. თუმცა, ეს მხოლოდ მითია.. ორივე ჯიშის ხილი ერთნაირად კალორიულია.

4. მანგო - ეს ეგზოტიკური ხილი შეიცავს შაქრის უცნაურ შემადგენლობას - გლუკოზა, მალტოზა, სახაროზა. ამით აიხსნება მისი კალორიულობა (65 კალორია 100 გრამში). ამასთანავე, მანგო შეიცავს უამრავ ვიტამინს, რომელიც ასე სჭირდება ჩვენს ორგანიზმს.

5. ხურმა - ეჭვგარეშეა, შემოდგომა-ზამთრის მთავარი პროდუქტი ხურმაა. არსებობს სპეციალური დიეტა ამ ხილით, რომელიც წარმატებით ებრძვის კალორიებს, მაგრამ არ ღირს დავიწყება მისი კალორიულობის შესახებ (60 კალორია 100 გრამში). გარდა კალორიულობისა, ხურმას შეუძლია აგიმაღლოთ მადა. ამასთანავე, ის შეიცავს ბევრ გლუკოზას და სახაროზას, ამიტომ მისი მიღება დიდი რაოდენობით, მავნებელია.

0
1253
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:Ezhichok
Ezhichok
1253
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0