x
image
worldsport.ge
კურტანიძემ ნაკრებების მწვრთნელები დაამტკიცა

imageსაქართველოს ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ საზედამხედველო საბჭოს რეკომენდაცია გაითვალისწინა და თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებებში ახალი მწვრთნელები დაამტკიცა.
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს ზაზა თურმანიძე უხელმძღვანელებს. მას ნუგზარ სხირელი დაეხმარება. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა გუნდის მწვრთნელთა შემადგენლობას კი რომან რურუა ჩაუდგება სათავეში. მეორე მწვრთნელის სტატუსით ბერძნულ-რომაულ ნაკრებთან მუშაობას კვლავ ოთარ ტატიშვილი გაგრძელებს. მწვრთნელთა შტაბის დანარჩენ წევრებს უახლოეს დღეებში თავად მთავარი მწვრთნელები დაასახელებენ.
"თურმანიძეს და რურუას პირადად ვესაუბრე. ორივეს სამუშაო პროგრამას გავეცანი და მინდა მათ წარმატებები ვუსურვო” – გვითხრა ლუკა კურტანიძემ.

ვასილ მშვილდაძე

www.worldsport.ge

0
28
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0