x
image
worldsport.ge
ლიპარტელიანმა ლიდერობა დაკარგა

imageძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიოს ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც გასულ უქმეებზე ავსტრიის ქალაქ ობერვარტში გამართული საერთაშორისო ტურნირის – ევროპის ღია პირველობის შედეგებიცაა გათვალისწინებული. ტურნირის რანგიდან გამომდინარე, რეიტინგის მოწინავეთა რიგებში მხოლოდ თითოოროლა გადაადგილება მოხდა. ლიდერი ერთადერთ წონაში შეიცვალა და ეს წონა 90 კილოგრამია, სადაც წინა რეიტინგ-სიის მიხედვით საქართველოს ნაკრების წევრი ვარლამ ლიპარტელიანი ლიდერობდა. ამჯერად კი მას კუბელმა ეშლი გონზალესმა 18 ქულით გაუსწრო.
81 კილოგრამ წონით კატეგორიას სათავეში კვლავ ავთანდილ ჭრიკიშვილი უდგას. ევროპის მოქმედ ჩემპიონსა და მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტს უახლოეს მდევართან ფრანგ მსოფლიოს ჩემპიონ ლუის პიეტრისთან 472-ქულიანი უპირატესობა აქვს.
უმსუბუქეს წონაში მოჭიდავე ამირან პაპინაშვილი კვლავ მეორე ადგილზეა და ლიდერს, იაპონელ ნაოჰიშა ტაკატოს 544 ქულით ჩამორჩება. მძიმეწონოსანი ადამ ოქრუაშვილი კი ისევ მესამეა.
ჩამოთვლილი ოთხი ქართველი ძიუდოისტის გარდა, საუკეთესო ათეულში ადგილს ლაშა შავდათუაშვილი (66 კგ. მე-9) და ლევან წიკლაურიც (81 კგ. მე-9) ინარჩუნებენ, მაგრამ შავდათუაშვილისთვის ეს ბევრს არაფერს ნიშნავს, რადგან წონის შეცვლა გადაწყვიტა და 73 კილოგრამში ყველაფერს ნულიდან იწყებს. ამ წონით კატეგორიაში ბოლო მონაცემებით ზებედა რეხვიაშვილი მე-13 ადგილზეა, ხოლო ნუგზარ ტატალაშვილი 26-ეა.
რეხვიაშვილი ავსტრიული გამარჯვებით 81 კილოგრამის რეიტინგ-სიაშიც ჩაეწერა. ევროპის ღია პირველობაზე აღებულმა 100-მა ქულამ იგი პირდაპირ ასეულში შეიყვანა. ობერვარტულ ტატამზე ასევე ოქროს მედლის მომპოვებელი ზვიად გოგოჭური (90 კგ) კი ოთხი საფეხურით დაწინაურდა და ამჟამად მე-14 ადგილს იკავებს.
ყველაზე უსიამოვნო სიტუაცია კი კვლავ 100 კილოგრამშია - საქართველოს ნაკრების წევრთაგან ყველაზე საიმედო რეიტინგი ალექსანდრე მსხალაძეს აქვს, რომელიც 59-ე ადგილზეა.
ქვემოთ შვიდივე წონითი კატეგორიის მოწინავე ხუთეულებს და ყველა ქართველი ძიუდოისტის პირად რეიტინგს გაეცნობით.

60 კგ
1 ნაოჰიშა ტაკატო (იაპონია) 2700
2 ამირან პაპინაშვილი 2056
3 ამარტუვშინ დაშდავაა (მონღოლეთი) 1942
4 ბოლდბაატარ განბატი (მონღოლეთი) 1910
5 ფელიპე კიტადაი (ბრაზილია) 1366
44 ბეთქილ შუკვანი 280
76 პაატა მერებაშვილი 124
82 ლუხუმ ჩხვიმიანი 120
119 გიორგი მესაბლიშვილი 60
185 ვაჟა მარგველაშვილი 18
250 გიორგი ბროლაშვილი 2
250 ლერი ჭელიძე 2

66 კგ
1 ტუმურხულეგ დავაადორჟი (მონღოლ) 1780
2 ჩარლეს ჩიბანა (ბრაზილია) 1366
3 მასაში ებინუმა (იაპონია) 1320
4 ტომოფუმი ტაკაიო (იაპონია) 1286
5 გიორგი ზანტარაია (უკრაინა) 1182
9 ლაშა შავდათუაშვილი 1028
32 შალვა ქარდავა 378
45 ტრისტან ფეიქრიშვილი 281
149 თორნიკე თათარაშვილი 42
160 ვაჟა მარგველაშვილი 36
218 კახა ცაგარელი 12
245 სანდრო იაკობაშვილი 8
245 გელა კელიხაშვილი 8
262 ვანიკო თოთლაძე 6
297 გიორგი ქალდანი 2

73 კგ
1 ნიამ-ოჩირ საინიარგალი (მონღოლ) 1781
2 დირკ ვან ტიჩელტი (ბელგია) 1688
3 როკ დრაკშიჩი (სლოვენია) 1424
4 ცაგაანბაატარ ჰაშბაატარი (მონღოლ) 1220
5 გი-მან ბანგი (სამხრეთ კორეა) 1210
13 ზებედა რეხვიაშვილი 852
26 ნუგზარ ტატალაშვილი 515
153 ზურაბ ნოზაძე 46
155 არსენ მაჭარაშვილი 42
164 ამბაკო ავალიანი 36
215 თამაზ კირაკოზაშვილი 16
222 ფრიდონ გიგანი 14
262 გიორგი პაპუნაშვილი 8

81 კგ
1 ავთანდილ ჭრიკიშვილი 2478
2 ლუის პიეტრი (საფრანგეთი) 2006
3 ვიქტორ პენალბერი (ბრაზილია) 1398
4 ჯაე-ბუმ კიმი (სამხრეთ კორეა) 1160
5 ივან ნიფონტოვი (რუსეთი) 1080
9 ლევან წიკლაური (რუსეთი) 952
83 უშანგი მარგიანი 120
93 ზებედა რეხვიაშვილი 100
159 ლაშა ზურაბიანი 42
178 ბექა ღვინიაშვილი 30
215 პაატა ღვინიაშვილი 14
219 გიორგი პაპუნაშვილი 12
249 იასონ ჩილინდრიშვილი 8

90 კგ
1 ეშლი გონზალესი (კუბა) 2404
2 ვარლამ ლიპარტელიანი 2386
3 კირილ დენისოვი (რუსეთი) 1696
4 ილიას ილიადისი (საბერძნეთი) 1642
5 კიუ-ვონ ლი (სამხრეთ კორეა) 1088
14 ზვიად გოგოჭური 612
97 ბექა ღვინიაშვილი 84
168 ლაშა ტაველური 20
195 არჩილ გოგოლაშვილი 12
204 პაატა ღვინიაშვილი 10

100 კგ
1 ელხან მამადოვი (აზერბაიჯანი) 2376
2 ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი) 2068
3 სირილ მარე (საფრანგეთი) 1705
4 ჰენკ ხროლი (ჰოლანდია) 1680
5 რამზიდინ საიდოვი (უზბეკეთი) 1253
42 ლევან ჟორჟოლიანი 266
56 ირაკლი ცირეკიძე 164
59 ალექსანდრე მსხალაძე 158
85 დავით ლორიაშვილი 98
102 ნოდარ მეტრეველი 70
111 ბექა ბერძენიშვილი 60
111 ვარლამ ლიპარტელიანი 60
151 ლაშა გურული 31
188 გიორგი ნოზაძე 10
210 გურამ თუშიშვილი 2

+100 კგ
1 რაფაელ სილვა (ბრაზილია) 2090
2 ტედი რინერი (საფრანგეთი) 1900
3 ადამ ოქრუაშვილი 1592
4 ფაიცელ ჯაბალაჰი (ტუნისი) 1518
5 დავიდ მოურა (ბრაზილია) 1310
26 ლევან მატიაშვილი 418
54 ნოდარ მეტრეველი 160
89 გიორგი ზაქარიაძე 81
94 ონისე ბუღაძე 70
141 ზვიად ხანჯალიაშვილი 20
177 როსტომ ხახალეიშვილი 2


ოთარ მაღლაკელიძე

www.worldsport.ge

0
40
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0