x
image
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
ათი ყველაზე იშვიათი პროდუქტი დედამიწაზე
ადამიანის კვებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი კერძების მრავალფეროვნებაა-აი რატომ იყენებენ დახვეწილი სამზარეულოს გამოცდილი შეფ-მზარეულები ხშირად კერძებში ეგზოტიკურ და იშვიათ კომპონენტებს, რომლებსაც თქვენს მეზობელ მარკეტში ალბათ ვერასოდეს წააწყდებით. ამ პოსტში თქვენ ნახავთ დედამიწაზე ყველაზე იშვიათი ათი პროდუქტის ჩამონათვალს, რომელთა გასინჯვითაც მნიშვნელოვნად გაიფართოებთ თქვენს გემოვნებით ჰორიზონტს.


შაფრანი


image


ალბათ არაერთხელ გსმენიათ შაფრანის შესახებ. შაფრანი-ეს ინდური სანელებელია, რომელიც ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ულამაზეს მცენარედ დედამიწაზე. ის პლანეტის მრავალ კუთხეში მოჰყავთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც უიშვიათეს სანელებლად ითვლება მოყვანის და მოსავლის აღების სირთულის გამო. იმისათვის, რომ ერთი ფუნტი შაფრანი მიიღონ, საჭიროა 50 000-დან 70 000-მდე ყვავილის შეგროვება. ამ რაოდენობის ყვავილის მოსაყვანად კი ფეხბურთის მოედნისხელა მინდორია საჭირო. ერთი ფუნტი (დაახლოებით 420 გრამი) შაფრანი 500-დან 5000 დოლარამდე ღირს, მისი ხარისხიდან გამომდინარე. თუ თქვენ ოდესმე შემოგთავაზებენ კერძს, რომელსაც ეს მშვენიერი სანელებელი აქვს დამატებული, არავითარ შემთხვევაში არ თქვათ უარი-ყოველდღე ხომ არ გიწევთ ამ საოცარი სანელებლის გასინჯვა (მინდა ავღნიშნო, რომ შაფრანი სააღდგომო პასკის აუცილებელი კომპონენტია და მას არაჩვეულებრივ მოყვითალო-ნარინჯისფერ შეფერილობას და განსაკუთრებულ არომატს ანიჭებს)




შავი საზამთრო დენსუკე (Densuke)


image


თქვენ გადაიხდიდით 6000 დოლარს ერთ საზამთროში? ალბათ არა, მაგრამ ჩვენ ვერასოდეს გავუგებთ იმ მდიდარ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან სიამოვნებით გაადაიხადონ ეს თანხა ერთი შავი საზამთროს სანაცვლოდ. დენსუკე ძალიან იოლი საცნობია, ის მთლიანად შავი ფერისაა, ყოველგვარი ზოლების გარეშე და ერთი შეხედვით სულაც არ ჰგავს საზამთროს. ეს იშვიათი ხილი მოჰყავთ იაპონიის კუნძულ ჰოკაიდოზე. აქ ყოველწლიურად დენსუკეს მხოლოდ 65 კილოგრამდე მოსავალს იღებენ. სია ადამიანებისა, რომლებსაც სურვილი აქვთ ეს საზამთრო იყიდონ, წინასწარ დგება. ამ სიაში მხოლოდ გამორჩეულ პიროვნებებს ნახავთ.




ნესვი იუბარი (Yubari)


image


ნესვი იუბარი ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ დელიკატესად ითვლება იაპონიაში. იაპონელები ხომ იშვიათი და ეგზოტიკური ხილის და ბოსტნეულის დიდი მოყვარულები არიან. ნესვი იუბარი გარეგნულად მუსკუსის ნესვს წააგავს, მას არაჩვეულებრივი დახვეწილი გემო აქვს. ეს ნესვი აბსოლუტურად მრგვალია და ჩვეულებრივ ნესვთან შედარებით განსაკუთრებული სიტკბოთი გამოირჩევა. იუბარი არაა ისე იშვიათი და ძვირი, როგორც დენსუკე, მაგრამ გემოთი შავ საზამთროს არ ჩამოუვარდება. მისი ფასი 150 დოლარიდან იწყება. ნესვები მოჰყავთ კუნძულ ჰოკაიდოზე, იუბარის რეგიონში, მისი განსაკუთრებული გემო განპირობებულია აქაურ ნიადაგში ვულკანური ფერფლის არსებობით.


სოკო მაცუტაკე (Matsutake)


image


იაპონელების კიდევ ერთი საყვარელი დელიკატესი - სოკო მაცუტაკე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოჰყავთ, მათ შორის აშშ-ში, ფინეთში, ჩინეთში, კანადაში, შვედეთში, მაგრამ ის საკვებად პირველად იაპონიაში გამოიყენეს და სწორედ აქედან გავცელდა მთელ მსოფლიოში. მაცუტაკეს ცხარე არომატი აქვს და ხორცის გემო დაკრავს, ხოლო მისი სტრუქტურა სოკო პორტაბელოს წააგავს. ამ პროდუქტს ძალიან აფასებენ იაპონურ სამზარეულოში, ამიტომ წლითიწლობით იზრდება მისი მოსავალი. მაცუტაკეს ფასი დამოკიდებულია მოსავლის რაოდენობაზე და კილოგრამი სოკოს ფასი დაახლოებით 90 დოლარიდან იწყება. თუმცა ყოფილა შემთხვევა, როცა მის ფასს 2000 დოლარისათვის მიუღწევია.



შოკოლადი Chocopologie


image


შოკოლადი Chocopologie от Knipschildt - ეს არაა ჩვეულებრივი შოკოლადი, რომელსაც თქვენ მაღაზიის თაროებზე შეხვდებით. შოკოლადის მწარმოებელი ფრედ ნიპშილდი ამ შოკოლადს ორი უძვირფასესი პროდუქტისაგან ქმნის-ესენია საუკეთესო ხარისხის შავი შოკოლადი და უიშვიათესი შავი ტრიუფელის სოკო-სოკოებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი და რთულად მოსაპოვებელი ჯიში. თითოეულ შოკოლადის კანფეტს შუაში აქვს ტრიუფელის სოკო და გარედან მოჭიქურებულია შავი შოკოლადით. ნიპშილდმა ამ შოკოლადის წარმოება 1996 წელს დაიწყო. მას შემდეგ ის მთლიანად ჩაძირულია ამ საქმიანობაში და ყოველწლიურად ხვეწს და აუმჯობესებს შოკოლადის გემოს. ერთი ფუნტი (420 გრამი) ამ ხელთნაკეთი დელიკატესის ფასი 2 600 დოლარს შეადგენს. ეს ექსკლუზიური დელიკატესი რიგითი ადამიენებისათვის როდია ხელმისაწვდომი: ის განკუთვნილია მხოლოდ შოკოლადის მოყვარული მაღალი წრის ელიტისათვის.



მარმარილოსებრი საქონლის ხორცი კობე (KOBE)


image


ალბათ სტეიკების მოყვარულ ნებისმიერ ადამიანს სმენია განსაკუთრებული ძროხის ხორცის კობეს შესახებ, თუმცა დაგემოვნების საშუალება არც ისე ბევრ მათგანს ექნებოდა ამ დელიკატესის სიძვირისა და მისი იშვიათობის გამო. Wagyu-ის ჯიშის ძროხებს, რომლებსაც იაპონიის ჰიოგოს პრეფექტურის რაიონებში ზრდიან, განსაკუთრებულად კვებავენ და უვლიან კობეს ხორცის მისაღებად. მათ კვებავენ გამორჩეულად მაღალი ხარისხის ბალახით, წყლის მაგივრად ლუდს ასმევენ და მასაჟებს უკეთებენ, რომ ხორცი განსაკუთრებით რბილი და ნაზი გამოვიდეს. ეს ძროხები ცხოვრობენ ისეთ პირობებეში, რომელსაც ჩვეულებრივი შინაური ცხოველი ვერასოდეს ინატრებდა. სწორედ ამ მოვლის და ზრუნვის შედეგია მარმარილოსებრი ხორცი, რომლის ერთი კილოგრამი 770 დოლარი ღირს.



ხიზილალა "ალმასი"


image


ხიზილალა-სტერეოტიპული პროდუქტია მდიდარი ადამიანებისათვის და ერთადერთი დელიკატესია, რომელიც შეუბღალავი რეპუტაციით სარგებლობს (რა თქმა უნდა, ლაპარაკია არა ფალსიფიცირებულ ხიზილალაზე). "ალმასი" - ესაა ყველაზე მაღალი ხარისხის ხიზილალა, რომელიც მიიღება განსაკუთრებული ჯიშის თართისაგან. ის იმიტომაა განსაკუთრებით ძვირფასი, რომ მის დასაგროვებლად თევზს 20 წელი ესაჭიროება. "ალმასს" მოიპოვებენ მხოლოდ და მხოლოდ ირანში და იყიდება ლონდონის ერთადერთ მაღაზიაში-ოუნიეს ხიზილალის სახლში. თუ თქვენ ამ ძვირფასი პროდუქტის გასინჯვა გსურთ, ჯერ რიგი უნდა დაიკავოთ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენი რიგი დაახლოებით 4 წლის შემდეგ მოვა. მანამდე კი ხიზილალას შესაძენად საჭირო თანხის დაგროვება უნდა შეძლოთ. რადგან ის არც ისე იაფი ღირს-ერთი ფუნტი პროდუქტის ფასი 8500-დან 15 500 დოლარამდე მერყეობს - ხიზილალას ხარისხის მიხედვით.



თეთრი ტრიუფელი


image


თეთრი ტრიუფელი - განსაკუთრებით იშვიათი ჯიშის სოკოა. ის გვხვდება იტალიაში, საფრანგეთის ზოგიერთ რაიონში და ხორვატიაში. მათი ხელოვნურად გაზრდა შეუძლებელია, ის მხოლოდ ველურ ბუნებაში გვხვდება. ამ ძვირფასი პროდუქტის ერთი ფუნტი 1300-დან 4200 დოლარამდე ღირს, მაგრამ განსაკუთრებით დიდი ზომის ტრიუფელები შესაძლებელია გაცილებით ძვირად გაიყიდოს. მაგალითად, ორიოდე წლის წინ 1, 5 კილოგრამი წონის ტრიუფელი 330 000 დოლარად გაიყიდა აუქციონზე და ეს როდია ერთეული შემთხვევა.



ჩიტის ბუდეები


image


"ჩიტის ბუდე" - ჩინური დელიკატესია, რომელიც პლანეტის ერთ-ერთი უიშვიათეს დელიკატესს წარმოადგენს. ის ცნობილია მეორე სახელწოდებითაც-"აღმოსავლური ხიზილალა". 400 წელზე მეტია, რაც ჩინეთში ამ კერძს ამზადებენ გამოქვაბულის ჩიტის პალანგინის ბუდეებისაგან. რა თქმა უნდა, ყველაზე რთული ამ ბუდის მოპოვებაა. პალანგინი ბუდეს საკუთარი ნერწყვისაგან აკეთებს. სწორედ ჩიტის ნერწყვი, შერეული სხვა კომპონენტებთან, ქმნის ბლანტ სუპს. ჩიტის ბუდეები 910-დან 4500 დოლარამდე ღირს, ფასი დამოკიდებულია მის ხარსისხსა და ზომებზე. "ჩიტის ბუდე" - ჰონკონგის ძირითადი ტრადიციული კერძია.



ოქრო, რომელიც იჭმება


image


არანაირი ეგზოტიკური პროდუქტი არ შეედრება ისეთ ძვირფას ნივთიერებას, როგორიცაა ოქრო. ადამიანებს იმდენად უყვართ ეს ძვირფასი ლითონი, რომ მათ შეძლეს და შექმნეს მისი ვერსია, რომელიც საკვებად ვარგისია. ამ ოქროს არა აქვს ფერი და სუნი, ის არც გემოს უცვლის კერძს და არც არომატს, მხოლოდ გარეგნულ ბრწყინვალებას ანიჭებს მას. მიუხედავად ამისა, ადამიანები უზარმაზარ ფულს იხდიან, რომ შეჭამონ ოქრო, როგორც საზოგადოებაში მათი მაღალი მდგომარეობის სიმბოლო. საკვებ ოქროს ხშირად ამატებენ სასმელებში ან მზა კერძს მოაფრქვევენ ხოლმე თავზე. მისი ერთი კილოგრამის ფასი 33 000-დან 110 000 დოლარამდე მერყეობს. ზოგიერთი ადამიანი თვლის, რომ არაფერი არ მეტყველებს ადამიანის სტატუსზე ისე აშკარად, როგორც ვახშამზე შეჭმული ერთი თეფში ოქრო (ჩემი აზრით, ოქროს ჭამა ადამიანის მაღალი მდგომარეობის და მისი სოციალური სტატუსის მაჩვენებელი კი არაა, არამედ მეშჩანობის და ადამიანის გადაგვარების უმაღლესი გამოვლინებაა).

5
4420
15-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
4420
  
ხო გაგეთქა კუჭში.... რკინისმკვნეტელი ხო არა ხარ,ოქრო რო ახრამუნო
2014, 12 ნოემბერი, 14:38
აჰა,ახლა გასაგებია
2014, 12 ნოემბერი, 13:13
შაფრანი ჰქვია მაგას,, მე პასკებს ვუშვები, ძალიან სასაიამოვნო ფერს და გემოს აძლევს. ზაფრანი დასავლეთ საქართველ;ოში გავრცელებულ სანელებელს ჰქვია, ყვითელყავვაილებიანი დეკორატიული მცენარეა. გეცოდინება უეჭველი:)
2014, 25 ოქტომბერი, 17:22
მანჩო შაფრანი თუ ზაფრანი?მე მაქვს ირანიდან ჩამოტანილი,ძალიან ცოტა იყო შეფუთXავში და ძალიან ძვირი ღირდა,მაგრამ 2 ფოთოლიც კმარა შესაფერად,ფლავს რომ ვაკეთებ ბრინჯს ვაზავებ მაგით
0 1 5