x
image
მანჩო 777
იმბირი(ჯინჯერი) და მისი სასარგებლო თვისებები
image იმბირი მიეკუთვნება იმბირისებრთა ჯგუფის მრავალწლიან ბალახოვან მცენარეთა კლასს. მეცნიერები თვლიან, რომ ამ მცენარის ლათინური სახელწოდება «Zingiber» სანსკრიტიდან ითარგმნება, როგორც "რქებიანი ფესვი", რაც პრინციპში შეესაბამება მის გარეგნულ შესახედაობას.

იმბირის სამშობლოა სამხრეთ- აღმოსავლეთ აზია და დასავლეთი ინდოეთი.ის კარგად ხარობს ჩინეთის ტროპიკულ და სუბტროპიკულ რაიონებში, იაპონიაში, არგენტინაში, ვიეტნამში, დასავლეთ აფრიკასა და ბრაზილიაში.

image

იმბირის სასარგებლო თვისებები ფართოდაა ცნობილი.ის გამოიყენება კულინარიაში როგორც სანელებელი მცენარე, მაგრამ არანაკლებ ცნობილია მისი სამკურნალო თვისებები.ის ცნობილია როგორც ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, დამამშვიდებელი და ანტიოქსიდანტური საშუალება.იმბირი აგრეთვე შესანიშნავად აძლიერებს იმუნიტეტს და გამოიყენება სიმსუქნის წინააღმდეგ.


image

ამგვარად, იმბირი არამარტო გემრიელ და პიკანტურ გემო შესძენს თქვენს კერძებს, არამედ დაგეხმარებათ ჯანმრთელობის გაუმჯობესებაშიც!



19
7412
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
7412
  
2015, 4 ნოემბერი, 15:35
ჩაის ვუმატებ პატარა ნაჭერს მაგარ გემოს აძლევს, ლიმონზე უკეტეს!
2014, 11 ნოემბერი, 15:20
ხომ ვერ მეტყვიტ სად უნდა ვიშოვო იმბირი ? წინასწარ დიდი მადლობა
2013, 7 სექტემბერი, 19:45
რავი აბა, მე ალერგიული ვარ და კარგად ავიტანე. გახდომაშიც დამეხმარა.:)
2013, 7 სექტემბერი, 18:47
მე პირადად დავლიე ეგ ჩაი და ალერგია მომცა საშინელი,საერთოდ ალერგიული არ ვარ,ასე რომ ჯერ ცოტა ცადეთ და დააკვირდით
2013, 6 სექტემბერი, 17:18
ალბათ:)
2013, 6 სექტემბერი, 17:17
არა ჯინჯერი ჯანჯაფილია,იგივე კოჭა . მიწავაშლა სხვაა
2013, 6 სექტემბერი, 16:22
მე მიწავაშლა არ ვიცი როგორია... იმბირი ანუ ჯინჯერი კი კარგად ვიცი და გამომიყენებია ხშირადაც. მიწავაშლას თუ ეძახიან, ეგ არ გამიგონია.:)
2013, 6 სექტემბერი, 16:17
იმბირი და მიწის ვაშლი ერთიდაიგივეა?
2013, 6 სექტემბერი, 15:24
მიწავაშლა და ჯინჯერი სხვადასხვაა.
2013, 6 სექტემბერი, 14:24
ძალიან სასარგებლო სტატიაა მეგობარო:)
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10