x
image
worldsport.ge
ბეილი "ელ კლასიკოს" გამოტოვებს

imageმადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის კარლო ანჩელოტის განცხადებით, უელსელი შემტევი გარეთ ბეილი ბარძაყის კუნთის ტრავმის გამო, "ლივერპულთან" ჩემპიონთა ლიგაზე გასამართ მატჩთან ერთად, "ელ კლასიკოზე" "ბარსელონას" წინააღმდეგაც ვერ იასპარეზებს.
"ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ბეილი დაგვიბრუნდეს - მხოლოდ ამის თქმა შემიძლია. ვიცით, რომ იგი ჩემპიონთა ლიგაზე "ლივერპულთან" და ჩემპიონატში "ბარსელონასთან" გასამართ მატჩებს გამოტოვებს. ვცდილობთ, მისი სარეაბილიტაციო პროცესი მალე დასრულდეს. "ლევანტესთან" გამართულ მატჩში ბეილი გაფართოებულ შემადგენლობაში კი იყო, მაგრამ სამედიცინო გამოკვლევამ დაასკვნა, რომ იგი მომდევნო თამაშებში მონაწილეობას ვერ მიიღებს." - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.
უელსელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში “სამეფო კლუბის” მაისურით ყველა ტურნირზე 12 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 5 გოლი და ამავე რაოდენობის საგოლე გადაცემასაც მოუყარა თავი.



გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
25
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0