x
image
worldsport.ge
პოლონელებმა გერმანიასთან მოგება ახალ საგზაო ნიშანში გარდასახეს

imageპოლონეთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2016 წლის საკვალიფიკაციო ჯგუფურ ეტაპზე გერმანიის ნაკრები ისტორიაში პირველად დაამარცხა - 2:0. პოლონეთის მთავრობას ისტორიული ფაქტი არ გამოპარვია და ახალი კრეატიული საგზაო ნიშანი გამოიგონეს - 2:0, ციფრები კი პოლონეთის და გერმანიის დროშის ფერებითაა გამოსახული.
აღნიშნული საგზაო ნიშანი (პირობითად) პოლონეთის სასაზღვრო ქალაქ სლუბიცეშია განთავსებული. დასავლეთ პოლონეთის ეს ქალაქი 1945 წლამდე გერმანიას ეკუთვნოდა. სლუბიცე მდინარე ოდერზეა გაშენებული და მის მოპირდაპირედ ქალაქი ფრანკფურტია.
ასე რომ, პოლონეთში გადამსვლელ გერმანელებს სასაზღვრო ქალაქ სლუბიცეში საგზაო ნიშანი დახვდებათ, რაც მათ შეახსენებს, თუ როგორ დაამარცხა პოლონეთმა მსოფლიო ჩემპიონი.



გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
176
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
176
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0