x
image
beko777
აისა მამედოვა - "თურქვიზიონის" კონკურსის მონაწილე საქართველოდან

image


აისა მამედოვას საზოგადოება სხავდასხავ სფეროებიდან იცნობს, მაგალითად როგორც წარმატებული მოდელი, ვიცე "მის თბილისი 2009" და "მის ვარსკვლავები 2010"-ის გამარჯვებული, - მისი მუსიკალური შესაძლებლობების შესახებაც ბევრი იყო ცნობილი, უამრავ საერთაშორისო თუ საქართველოს ფარგლებში ჩატარებულ კონკურსზე გამოსულა, ძალიან კარგად ცეკვავს კიდეც, რაც ესტრადის მომღერლებისთვის დამატებითი პლუსია. ბოლო დროის ყველაზე დიდი წარმატება აისას მაინც Turkvizyon 2014-ზე შესარჩევ ტურებზე ქონდა, კონკურენტებს შანსი არ დაუტოვა, შიდა საკონკურსო შერჩევის ეტაპი წარმატებით გაიარა და უკვე Turkvizyon 2014 ის მაყურებლებისა და ჟიურის გულის მოგებას გეგმავს


image- ჩემთვის დიდი პატივია საქართველოს სახელით გასვლა საერთაშორისო ასპარეზზე, ვიმედოვნებ, რომ პირველობას მოვუტან ჩემს სამშობლოს და ვასახელებ მას". - პირად საუბრებში აისა ხაზს უსვამს იმასაც, რომ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გრძნობს იმ ფაქტის გამო, რომ კონკურსი რუსეთში ტარდება და პირობას დებს, რომ ყველანაირად იბრძოლებს და მაქსიმალურად ეცდება საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე გამოავლინოს.
აისელთან ერთად დუეტის სახით კიდევ ერთი გოგონა წარადგენს საქართველოს. ის აილა შირიევაა.
- სასიხარულოა, რომ აისელ მამედოვასთან ერთად, დუეტის სახით მეც წარვადგენ საქართველოს. მართალია, საქართველოს მოქალაქე არ ვარ, თუმცა ვთვლი რომ საქართველო ჩემთვის ძალიან ახლოა. ნათესავები, საქართველოს მოქალაქეები გახლავთ. ვფიქრობ, რომ მე და აისელი მაქსიმალურად ვიბრძოლებთ პირველობისთვის და ჩვენს საქართველოს დიდ წარმატებას მოვუტანთ!

image"თურქვიზიონის“ შესარჩევი ტურები საქართველოს თურქულენოვანი მოსახლეობით კომპაქტურად დასახლებულ რაიონებში - დმანისში, გარდაბანსა და მარნეულში 25, 26 და 27 სექტემბერს ჩატარდა.
მუსიკალური კონკურსი "თურქვიზიონი" არის ღონისძიება, სადაც მონაწილეობას იღებენ თურქულენოვანი ხალხები. კონკურსი ტელეარხი "თურქული მუსიკალური გაერთიანების" (TMB) პროექტია და იგი ყოველ წელს იმ ქალაქში ტარდება, რომელიც აირჩევა თურქული სამყაროს დედაქალაქად. წელს კონკურსი "თურქვიზიონი" რუსეთიში - ქალაქ კაზანში ჩატარდება.
საქართველოში კონკურსისთვის შესარჩევ ტურებს ორგანიზებას TMB-სთან თანამშრომლობით, მარნეულის ახალგაზრდული ცენტრი უწევდა.


ჩვენს ლამაზმანს კონკურსზე წარმატებას და რათქმაუნდა 1-ელ ადგილს ვუსურვებთ

0
106
2-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
106
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0