x
image
worldsport.ge
დელ ბოსკე ესპანეთის ნაკრებს ევრო-2016-ის შემდეგ დატოვებს

imageმას შემდეგ, რაც ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვაკეთთან სტუმრად 1:2 წააგო, ესპანური პრესა და გულშემატკივრები ვისენტე დელ ბოსკეს წასვლაზე ალაპარკდნენ.
თავად ესპანელი სპეციალისტი აღნიშნავს, რომ ფეხბურთის ეროვნული ფედერაცია მას ენდობა და პოსტის დატოვებას ევროპის 2016 წლის ჩემპიონატამდე არ აპირებს.
"მადრიდის "რეალი" ჩემპიონთა ლიგის მეორედ მოგების შემდეგ დავტოვე და ამ წესს რომ მივყოლოდი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების მოგების შემდეგაც უნდა დამეტოვებინა პოსტი?
ფეხბურთი ჩემი პროფესიაა და ნაკრებიდან წაუსვლელობის მიზეზი შეიძლება ეგოიზმიცაა. ჩემპიონთა ლიგის პირველად მოგების შემდეგ “სამეფო კლუბი” რომ დამეტოვებინა, 2001/02 წლების სეზონში ვერ მოიგებდა "რეალი" ევროპის უმთავრეს ტურნირს. იგივე მოხდებოდა თუ ესპანეთის ნაკრებს 2010 წელს დავტოვებდი, "ფურია როხას" შესაძლოა ვერ გაემარჯვა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე. ნაკრების თავკაცობას გავაგრძელებ, საფრანგეთში გუნდს ვუხელმძღვანელებ და შემდეგ პოსტს დავტოვებ." - განაცხადა დელ ბოსკემ.
63 წლის სპეციალისტს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი 2016 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
22
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0