x
image
worldsport.ge
მოურინიოს სიტყვები და ვარანის ტექნიკური თამაში

imageსპორტული თემატიკის ვებგვერდები ჟოზე მოურინიოს განცხადებამ მოიცვა. პორტუგალიელმა Telefoot –თან საუბარში ფრანგ მცველ რაფაელ ვარანზე ისაუბრა, ხოლო “ჩელსის” მწვრთნელის განცხადებას საფრანგეთის ნაკრების ვარჯიშზე ვარანის ტექნიკური ილეთი მოჰყვა. “განსაკუთრებულის” განცხადება და ვიდეო, სადაც ვარანი ბურთს ოსტატურად აჩერებს “დეილი მეილმა” ერთ სტატიაში გამოაქვეყნა.
“შვებულებაში ვიყავი, შემდეგ დავბრუნდი მადრიდში. იქ ზიდანი ჩამოვიდა და DVD ჩამოიტანა. ვიდეოში ერთ-ერთი ფეხბურთელის თამაში იყო ასახული. ვარანი ცალი ფეხით “მანჩესტერში” იყო, მაგრამ ბოლოს “რეალში” აღმოჩნდა. მომწონს რაფაელის თამაში, მაგრამ ყველას ესმის, რომ მისი გადმოყვანის მცირე შანსი გვაქვს”, - განაცხადა მოურინიომ.

https://www.youtube.com/watch?v=XM12dX5NpVo

დიმა შარიქაძე

www.worldsport.ge

0
136
3-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
136
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0