x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
სხვადასხვა სცენარები ფილმებში,მითი და რეალობა
image


1.რომანტიკა აეროპორტში კომედიური მელოდრამის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი დასასრული აეროპორტში ხდება, მთავარი როლის შემსრულებელი მამაკაცი აეროპორტის დაცვას გამოექცევა და ცდილობს მიუსწროს გოგონას, რომელიც ეს-ესაა გაფრენას აპირებს.ხოლო სანამ დაცვა მოვა, ეს ბიჭი ახალგაზრდა გოგოსთვის სიყვარულის ახსნას მოასწრებს და საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდება. რეალობა:ასეთი რამის გაკეთება ერთ ბიჭსაც სურდა ნიუ-ჯერსის აეროპირტში, თუმცა ამის გამო გადაიდო 200-ზე მეტი რეისი და დაიკეტა აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია.ამის შემდეგ ნიუ-ჯერსიში შეიმუშავეს კანონი რომელიც ამ დარღვევის შემთხვევაში 14 თვიან პატიმრობას ითვალისწინებს.


2.თავში ჩარტყმა ამ შემთხვევას შეიძლება შეხვდეთ ყოველ მეორე საშინელებათა ფილმში და ბოევიკში, ერთ-ერთ გმირს თავში რაღაცას ჩაარტყამენ და ის უგონოდ ეცემა ძირს.რამოდენიმე საათის შემდეგ კი ის იღვიძებს და ხედავს, რომ დაბმულია.არ ახსოვს აქ როგორ მოხვდა და ა.შ რეალობა: გაცილებით სასტიკია.პირველ რიგში, თუ გონწასული ადამიანი 5 წუთში თვალს არ გაახელს, ე.ი მან სერიოზული ტრავმა მიიღო და ამ დროს სასურველია ექიმების ჩარევა.ხოლო ასეთი ტრავმების განმეორებას შესაძლოა საკმაოდ მძიმე შედეგები მოყვეს.თუ რეალურად შევაფასებთ “LOST" ის გმირებს მესამე სეზონისთვის ლაპარაკის და აზროვნების უნარი უნდა წართმეოდათ


3.აფეთქების ტალღაში თითქმის ყველა ბოევიკში კლასიკურ სცენად აფეთქება ითვლება, როცა მთავარი გმირი ნახტომით შველის თავს.როგორც წესი, ამ დროს აფეთქების ტალღა გმირს მსუბუქად აგდებს წინ, თუმცა ვერაფერს უშავებს.რამოდენიმე წამის შემდეგ, სახსალამათი წამოხტება და აგრძელებს ბრძოლას.რეალობა კი სულ სხვაა, ბომბები ასეთი არაეფექტური რომ ყოფილიყო, საომარ მოქმედებებში მათი გამოყენება უაზრობა იქნებოდა, საქმე ისაა, რომ ასეთი ტიპის იარაღი ცოცხალ ძალას ანადგურებს არა მხოლოდ ნამსხვრევებით, არამედ გამოყოფილი ენერგიით და წნევის ვარდნით, რომელიც სერიოზულ შინაგან დაზიანებებს იწვევს.გარდა ამისა, ფილმებში ხშირად ვხვდებით ლიმონკებს კბილებით რომ ხსნიან.რეალობაში ადამიანი, რომელიც ამას შეეცდება კბილების გარეშე დარჩება, რადგან გრანატის გახსნას სერიოზული ძალისხმევა სჭირდება.



4.შუშის გავლით ფილმებში არის ხოლმე მომენტი, როცა ერთი პერსონაჟი მეორესგან გარბის, წინ შუშის ბარიერი დახვდება, თუმცა არც დაფიქრდება ისე გაამსხვრევს მას და თითქოს არაფერი მომხდარა, რამდენიმე პატარა ნაკაწრით გააგრძელებს გზას.რეალობა: რა თქმა უნდა, ტანით ჩვეულებრივი შუშის გატეხვა დიდ სიძნელეს არ წარმოადგენს, მაგრამ ფანჯრის შუშას წვრილ-წვრილ ნამსხვრევებად გატეხვა ახასიათებს და იმის მაგივრად, რომ აქეთ-იქეთ გაიფანტოს ნამსხვრევები პირდაპირ ქვემოთ მოდის სეტყვასავით.მის ქვეშ მოხვედრამ შეიძლება ადამიანს მთელი ცხოვრება ნაიარევი დაუტოვოს.


5.ტყვიით დაჭრის შედეგი დავუშვათ ჩვენმა გმირმა, შუშა გატეხა და სირბილი გააგრძელა, გადაურჩა ყველანაერ დაბრკოლებებს, ხტებოდა სიმაღლეებიდან და ჯერ კიდევ სახსალამათია, მაგრამ ამჯერად ბედმა უმტყუნა და ტყვია ვერ აიცილა.თითქმის ყოველთვის ასეთი შემთხვევების დროს იწყებენ ტყვიის ამოღებას, თუმცა მიზეზი გაუგებარია, ხანდახან ამბობენ, რომ ეს საჭიროა ინფექციის შეჭრის თავიდან ასაცილებლად. რეალობა:ტყვია სტერილურია.ექიმები ჭრილობის დამუშავებისას არ ჩქარობენ ტყვიის ამოღებას, რადგან ამან შეიძლება გაცილებით გაართულოს დაჭრილის მდგომარეობა.მაგალითად, ზოგი ექსპერტი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტები გარფილდი და მაკინლი(ორივე დაქირავებულმა მკვლელებმა მოკლეს)შესადზლოა ცოცხლები დარჩენილიყვნენ ექიმებს ტყვიების ამოღება რომ არ ეჩქარათ.აქვე შენიშვნა:ხელში და ფეხში დაჭრა არც ისე უვნებელია, როგორც ფილმებში ჩანს.კიდურებში საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი სისხლძარღვია, რომელთა დაზიანებამაც შეიძლება დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვა და სიკვდილი გამოიწვიოს.მეტიც, ამ დროს კუნთი შეიძლება ისე დაზიანდეს, რომ ფუნქციონირება წლების შემდეგაც არ აღუდგეს.


6.ყოვლისშემძლე კომპიუტერები ისეთი ფილმების ყურების შემდეგ, როგორიცაა კერკეტი კაკალი, ჩნდება შთაბეჭდილება, თითქოს ჰაკერებს ყველაფერი შეუძლიათ ამქვეყნად.მთავარი ბოროტმოქმედი ქალაქის ინფრასტრუქტურის ქსელის მანიპულირებით აფეთქებს ყველაფერს, რისი წარმოდგენაც კი შეიძლება.რეალობა:ეს რომ რეალური იყოს დღეს მთელი მსოფლიო თავდაყირა იქნებოდა.


7.სასიკვდილო ავტომატი ისეთ ფილმებში, როგორიცაა კომანდო, არნოლდ შვარცნეგერის მონაწილეობით, ხშირადაა რომ, თუ ვინმემ ავტომატი ჩაიგდო ხელში, იქ ყველაფერი ტყვიით დაიფარება.თუმცა რეალობა ბევრად მოსაწყენია:AK-74 ს წუთში 600 ტყვიის გასროლა შეუძლია, თითო მჭიდში კი 30 ან 45 ტყვია ეტევა.შესაბამისად, ასეთი ავტომატიდან მხოლოდ რამოდენიმე წამი შეიძლება სროლა

2
114
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ახალი თაობა
ახალი თაობა
114
  
2014, 13 ოქტომბერი, 16:24
ძალიან საინტერსო სტატია იყო,ბევრი რამ არ ვიცოდი და არც დავფიქრებულვარ :)
2014, 13 ოქტომბერი, 15:46
კარგი იყო:)
0 1 2