x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134539
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
თმის მოდური ფერი შემოდგომის სეზონისთვის
მიმდინარე სეზონისთვის ცნობილმა სტილისტებმა თმისთვის განსხვავებული მოდური ფერი შემოგვთავაზეს.


ზაფხულის დასრულებასთან ერთად არ დასრულებულა "მზეზე გახუნებული" თმის ტენდენცია. უბრალოდ ბრონდის (ინგლისურიდან brown-ყავისფერი და blond -ქერა) დრამატული ეფექტი შეარბილეთ ძირითადი ფერის უფრო თანაბარი გადასვლით თმის ბოლოებისკენ. მაგ. მოდური აქცენტები განალაგეთ თვალების, ღაწვების და დეკოლტეს გასწვრივ-თუ თმის სიგრძე შესაძლებლობას გაძლევთ.
ასევე არ ვემშვიდობებით ომბრეს, არამედ მივესალმებით მის ახალ ვერსიას-sombre (ინგლ-subtle-ნაზი, დახვეწილი და ფრანგ.ombre -ჩრდილი). როგორც ბრონდის შემთხვევაში მასაც ნაკლებად შესამჩნევი კონტრასტები და თანაბარი გრადაცია ახასიათებს, შესანიშნავი ვარიანტია როგორც ქერათმიანების, ასევე შავგვრემანებისთვის.
image

sombre

image
"ბრონდი"



შემოდგომის დადგომასთან ერთად დღეები უფრო ცივი ხდება, თმის შეფერილობა კი მეტ სითბოს იძენს. ქალბატონებს, რომლებიც ზაფხულში ბრწყინავდნენ პლატინისფერი ან ყინულივით ქერა ფერის თმით, მიმდინარე სეზონზე შეუძლიათ უფრო თბილი ხორბლისფერი ან თაფლისფერი აირჩიონ. შეურიეთ ერთმანეთს მუქი და ნათელი ფერები: ქერა საფუძველს დაუმატეთ მზის სხივები, რომლებიც ავტომატურად გაანათებს სახეს. ოქროსფერი გამა უხდება როგორც მუქ, ასევე ნათელი ფერის კანის მქონე ქალბატონებს.

image


გააოცეთ თქვენი სტილისტი თმის ფერის სიღრმისეული შეცნობით. ესპრესოს ბაზას დაამატეთ ქვიშისფერ-ყავისფერი ტონი. მიიღებთ ბავშვობაში ნაცნობი და საყვარელი კანფეტის "ირისის" ფერს, რომელიც იდეალურად შეეფერება ოდნავ გარუჯულ შავგვრემანებს, მაგ. ჯესიკა ალბას სტილის ქალბატონებს.

image


არც შავგვრემანი, არც ქერა, არც წითელი, რა თქმა უნდა წაბლისფერი, რომელსაც ცოტა ღია თბილი ფერის რიგები დაამატეთ. ვარცხნილობაზე მიისხურეთ სიპრიალის მიმნიჭებელი შრატი,

რაც თმას გარეგნულ მოცულობას და სიხშირეს შესძენს.

image


სპილენძისფერი გამბედავი ქალბატონების არჩევანია. ცნობილ ქალბატონებს შორის ასეთ თამამ ნაბიჯს ემა სტოუნი და კრისტინა ჰენდრიქსი დგამენ. რაც გასაკვირი არც არის, რადგან ლურჯ და მწვანე ფერის თვალების და ფაიფურის კანის მქონე ქალბატონებს ეს ფერი განსაკუთრებულად უხდება. სიმკვეთრის მიუხედავად, სპილენძისფერი საკმაოდ ბუნებრივად გამოიყურება. წითელ ფერს მრავალრიგად აჭრილი ვარცხნილობა თანამედროვე ელფერს შესძენს.

image


იდეალური შავგვრემანი რომ გახდეთ მოერიდეთ ძალიან მუქი ტონებით ექსპერიმენტს, რადგან ის არაბუნებრივად გამოიყურება. მთავარია ცივი ყავის ფერის და თბილი "მაჰაგონის" ფერების სწორი ბალანსი. როცა მუქი შოკოლადის ელფერს მიიღებთ, თმის ჯანსაღი ბზრინვარების შენარჩუნებისთვის გამოიყენეთ თმის "პრიალა",

ეცადეთ თმა დაისწოროთ, რადგან სწორი თმა ხვეულზე მეტად აირეკლავს ფერს. წარბებზე შედარებით ღია ფერის ფანქარი გადაისვით.
image


1
486
4-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
486
  
2014, 18 ოქტომბერი, 15:16
მე მაინც ქერა ფერი მაქ
0 1 1