x
მსოფლიო ბანკის და მგფ-ის პროექტი ვარდისუბანში

imageმსოფლიო ბანკი და მუნიციპალური განვითარების ფონდი სოფელ ვარდისუბნის მიმდებარედ, შუამთისკენ მიმავალი გზის მახლობლად 1. 600 ათასი ლარის ღირებულების პროექტის განხორციელებას იწყებენ. დღეს თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე შათირიშვილი მგფ-ის (მუნიციპალური განვითარების ფონდი) წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ვარდისუბნის მოსახლეობას შეხვდა და აღნიშნული პროექტის შესახებ ისაუბრა.
პროექტის ფარგლებში სოფელ ვარდისუბნის მიმდებარე ტერიტორია, რომელზეც ამჟამად ჯანმრთელობისთვის საშიში აზბესტშემცველი სამშენებლო ნარჩენებია, დასუფთავდება, მდინარე მაწანწარაზე კი ჩატარდება ნაპირსამაგრი სამუშაოები, მოეწყობა ასევე ჰიდროტექნიკური ნაგებობები და გაბიონები. ტერიტორიის სრული გასუფთავების და მოშანდაკების შემდეგ მოხდება დაახლოებით 3 ჰექტარი ფართობის ბიოლოგიური რეკულტივაცია (ბალახოვანი საფარის მოწყობა და მცენარეების დარგვა).
მსოფლიო ბანკისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის ერთობლივი პროექტი უახლოეს დღეებში დაიწყება და ის დაახლოებით 1 წელიწადში დასრულდება.

ალექსანდრე შათირიშვილის განმარტებით, აღნიშნულ პროექტში

ძირითადად თელავის რაიონის სოფლის მაცხორებლები დასაქმდებიან.

0
21
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა მოსიაშვილი
მაკა მოსიაშვილი
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0