x
კახეთი რეაქტიული პოლიტიკის ტყვეობაში! მეფე შიშველია!
პლატონს უთქვამს: „სიმართლეს ბევრი მომხრე ჰყავს, მაგრამ ცოტადამცველიო“...

(თელაველებს მინდა ვუთხრა, რომ ეს ის პლატონი არ

image

არის, თქვენ ვინც გაიფიქრეთ.)


სიმართლის მ

თქმელს ცხენი შეკაზმული რომ უნდა ჰყავდეს, ეს უკვე ვიცი... ხოდა შევკაზმე ჩემი ცხენი და ვიწყებ:
2012 წლის შემოდგომის შემდეგ „ნაცებისგან“ ბორკილაყრილმა ქართველებმა ოცნებებში გაინავარდეს, იფრინეს, ინარნარეს...
ოცნებებს გრავიტაციამ სძლია...
...თურმე დედამიწა ისევ ტრიალებს, ზამთარში თოვს, ზაფხულში ცხელა, მზე კი...
მზე ჩვენთან დედოფლისწყაროდან ამოდის... ზოგი ამბობს ამოდისო, ზოგი - ჩამოდისო, ზოგიც - ფეხით დადისო...


ვიდრე თელავს გაანათებდა მზემ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტისსაკრებულოში პარტია “მრეწველებიდან” შეანათა... („მრეწველების“ რეიტინგებზე და მათ საკრებულოში შესვლაზე ცალკე სტატიაა დასაწერი)

ვიდრე დედოფლისწყაროს გამგებელი გახდებოდა, განათლებით იურისტ-ეკონომისტი ირაკლი შიოლაშვილი საზიზღარი ნაციონალების დროს (სიცრუეში რომ გვაცხოვრებდნენ და ბიზნესს რომ არეკეტებდნენ), ფინანსთასამინისტროში მუშაობდა...
„მადა ჭამაში მოდისო“...
როდესაც მისი გაგუბერნატორება ყველაზე ცნობილი ქართველი სიმამრის ოჯახს დაუკავშირეს, შეიცხადა - მე წარმატებული დედოფლისწყაროელი ვარო (ამ ბოლო დროს დედოფლისწყარო ხომ წარმატებების ეპიცენტრია)...
ჩამოვიდა თუ ამოვიდა თელავში, საახალწლოდ ისეთი ბრიფინგი „დაარტყა“ უცებ გა

მოიყვანა კახეთი და სრულიად საქართველო ნაბახუსევიდან - ნაციონალები (ყოფილი გუბერნატორი და მისი მოადგილე) საჯაროდ ამხილა!

„ამას სიკვდილი, იმას - ჩამოხრჩობა!“
„ამას სიკვდილი, იმას - ჩამოხრჩობა!“
„ამას სიკვდილი, იმას - ჩამოხრჩობა!“
უცხო მხარეში გამოშვებულმა „ სამ კნიაზმა“ თავი მარტო დაიგულა თუ არა, პატრონი და მფარველი დაავიწყდა... შეთავსებით ყველა თვითმმართველობაში დაიწყო „მუშაობა“, ყველას „მოთვინიერება“ მოუნდა და ამბიციებმაც ყელში წაუჭირა...
„ძალაუფლება რყვნის, აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად რყვნის“ - ახლადგამომცხვარი „პატარა კახი“ ძალაუფლებამ გარყვნა...
თავიდან ახმეტის გამგებელს - ბექა ბაიდაურს ვერ შეხედა კარგ თვალზე, ცოტა ხანში ყვარლის გაგებელი - დავით ქევხიშვილი ამოიბუა (ანსამბლ „ერისიონის“ კონცერტზე დასასწრები ბილეთი არ გაუგზავნია ქევხიშვილს მისი ერთ-ერთი ახლობლისთვის), ვერც თელავის გამგებელმა - გივი მეტრეველმა მოხიბლა (მისი კაპრიზები არ შეუსრულებია).
რეცეპტებიც გამოწერა:
„ქევხიშვილი - ციხეში!“
„მეტრეველი - სახლში!“
ქევხიშვილთან დაკავშირებით საამართლომ იმედები გაუცრუა და ის გამგებლის თანამდებობაზე მაინც დარჩა.
მეტრეველის მერობის კანდიდატურა კი მის კაპრიზს მართლაც შეეწირა. მან გადაწყვიტა, რომ თელავის მერად მეტრეველის მაგივრად ვინმე პ

ლატონ კალმახელიძე დასახელდეს.

თამაზას მარნის

ფილიალი თელავში

საქართველოს სიმამრთა სიმამრის მარანში ყოფნას ნაჩვევი ბიჭისთვის თელავიც და თელაველობაც ცოტა არ იყოს რთულად გასაგები აღმოჩნდა. როგორც თავად დიდი მზე ამბობს, აქ „სუ თელავია, სუ გულავია“. ნოსტალგიის დასაძლევად სასწრაფოდ მარნის ფილიალი გახდა თელავში საჭირო და სასტუმრო „ძველი თელავიც“ თამაზას მარნის თელავი

ს ფილიალად გადაიქცა.

თელაველები ერთმანეთს ყველაფერს უყვებიან (ეს უკვე შიოლაშვილმაც კარგად იცის) და თამაზას მარნის თელავის ფილიალიდანაც გამოვიდა ხმები ქალაქში: ლექსო თამაზაშვილი, ირაკლი შიოლაშვილი და კიდევ ... დამსხდარან სასტუმრო„ ძველ თელავში“ და პლატონას გამერება გადაუწყვეტიათო. კიდევ სხვა საკითხებიც გადაუწყვიტეს დედოფლისწყაროელმა ბიჭებმა იქ თელაველებსო...
ისე კარგი დამთხვევაა ჩემმა მზემ- სასტუმროში ვიზიტიდან ცოტა ხანში ნაციონალების სამ კაციან ბრიფინგზე, ისეთი ამბავი ატყდა, რომ ყველა დაეთანხმა იმ გავრცელებულ აზრს: ეს კვერცხებისა და ცოცხების აქცია. იმ მრგვალ მაგიდასთან დაიგეგმა. სადაც პლატონის მერობა გადაწყდაო.
მოკლედ, მოედანზე გამ

ოშლილი მკვლელების გარდა, თელაველებისთვის შიოლაშვილი ერთ-ერთ მორიგ სახადად იქცა, თუმცა იმედი არასდროს კვდება და თელაველებიც ამბობენ:

სიბაშვილის სახადი მოვიხადეთ და ამასაც როგორმე მოვიხდითო...
„არსებობს ისეთი რამ, რაც ადამიანს თავს აკარგვინებს და განუზომელისი

ამაყით აგიჟებს? არსებობს და ესაა სწორედ ძალაუფლება, რომელსაცშეუძლია ადამიანი ჭკუიდან გადაიყვანოს.“

მე კი როგორც თელაველს თელაველების ჭკუიდან გადასვლის უფრო მეშინია.... ესენი მთავარი მოქალაქის კარამდე ჩასვლას ვერ მოითმენენ და გრძელ გზას მოკლეს ამჯობინებენ...
...და ბოლოს, რადგან პლატონის თემა აქტუალურია, მისივე სიტყვებით დავასრულებ:
„ბევრი გადადი

ს ჭკუიდან, მაგრამ ყველა სხვადასხვანაირად.“


პ.ს.

ბლოგი ჩემია და მანამდეც ჩემი იყო სანამ მუშაობას დავიწყებდი სხვადასხვა მედია ორგანიზაციებში. ახლა ისიც, რომ მოვყვე, როგორ უთითებდა მავანს და მავანს მედიას თეთრი არ გადაურიცხოთო, შორს წავალ, მაგრამ ამ ბლოგს არც თეთრის გადახდა უნდა და არც წახალისება,
იწერება მაშინ როცა ძალა აღმართსა ხნავს და კალამს კი არტილერიიზე მეტი ძალა აქვს.
ახლა არ დამიწყოთ ასეო და ისეო, ხომ ვთქვი ცხენი შეკაზმული მყავს, თუმცა ჩემი პერიმეტრი მაინც კახეთს მხარეა.
მაკა მოსიაშვილი/ ბლოგი
0
70
3-ს მოსწონს
ავტორი:მაკა მოსიაშვილი
მაკა მოსიაშვილი
70
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0