x
image
worldsport.ge
სტრაჩანი: “ნებისმიერი შედეგისთვის მზად ვართ”

imageშოტლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გორდონ სტრაჩანი არ მიიჩნევს, რომ ევრო-2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებთან “აიბროქსზე” 11 ოქტომბერს გასამართი თამაში მასპინძლებს აუცილებლად სამ ქულას მოუტანს.
შოტლანდიელი სპეციალისტი აცხადებს, რომ თუ მისი გუნდი საქართველოსთან წააგებს, ამით ქვეყანა არ დაიქცევა და შოტლანდიელები D ჯგუფში წარმატებულ გამოსვლას მაინც შეეცდებიან.
“არ არსებობს ისეთი თამაშები, რომლებიც აუცილებლად უნდა მოიგო, მიუხედავად იმისა, რამდენად გჭირდება სამი ქულა. ზოგჯერ საფეხბურთო იღბალი შენკენაა, ზოგჯერ არაა. ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ, წაგებისთვისაც კი. ფეხბურთი აღსავსეა მოულოდნელობებით. თქვენ შეიძლება ფიქრობთ, რომ გერმანიის წინააღმდეგ ერთი ქულა უნდა მოგვეპოვებინა ან მოგვეგო. ირლანდიამ საქართველოს მატჩის ბოლოს გაუტანა და ქართველებმა წაგება უიღბლობად ჩათვალეს. ყველგან აზრთა სხვადასხვაობაა. ჩვენ მოგების ფასი ვიცით, მაგრამ როცა ვუყურებთ ქართველებს, ისინი ძლიერები არიან და მოედანზე არაფერს თმობენ. წინ რთული თამაში გველის, ” - განაცხადა სტრაჩანმა.
ბრიტანული პრესა ევრო-2008-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩსაც იხსენებს, როდესაც ქართველებმა ალექს მაკლიშის საევროპისჩემპიონატო იმედები ჩაახშეს და თბილისში ბრიტანელები 2:0 დაამარცხეს. ბრიტანული მედია საქართველოს ჯგუფის აუტსაიდერად მიიჩნევს, ხოლო შოტლანდიას ირლანდიასთან და პოლონეთთან ერთად ჯგუფში მეორე ადგილის სერიოზულ პრეტენდენტად მიიჩნევს.
ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩი შოტლანდიასა და საქართველოს შორის 11 ოქტომბერს “აიბროქსზე” თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.



გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
23
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0