x
image
worldsport.ge
ვილია დებიუტისთვის ემზადება

imageესპანეთის ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი დავიდ ვილია ავსტრალიაშია და “მელბურნ სიტის” რიგებში პირველი ვარჯიში ჩაატარა. 32 წლის ესპანელ ფეხბურთელს 11 ოქტომბერს ავსტრალიის A ლიგაში “სიდნეისთან” გასამართ მატჩში შესაძლოა ახალი გუნდის მაისურით დებიუტი ჰქონდეს.
“თავს კარგად ვგრძნობ. შორი გზა გამოვიარე და თავიდან ცოტათი დაღლილი ვიყავი, მაგრამ ახლა მომავალ მატჩსა და ახალ თანაგუნდელებთან შეწყობაზე ვარ ფოკუსირებული.” - განაცხადა ვილიამ.
“ნიუ იორკ სიტის” საკუთრებაში მყოფი თავდამსხმელი “მელბურნ სიტიში” 31 დეკემბრამდეა განათხოვრებული. გასულ სეზონში ვილიამ ყველა ტურნირზე 47 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 15 გოლთან ერთად 5 საგოლე გადაცემაც მიითვალა. ბრაზილიაში გამართულ მუნდიალზე მხოლოდ ავსტრალიის წინააღმდეგ ითამაშა და ერთი გოლის გატანაც მოასწრო.



გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
30
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0