x
ალექსანდე შათირიშვილმა პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცა
image
5 ოქტომბერს თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის

გამგებელმა, ალექსანდრე შათირიშვილმა მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცა. ის ყოფილ პედაგოგებს სახლში ესტუმრა და მომავალი თაობების განათლების სფეროში გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

„ქვეყნის მომავალი საკლასო ოთახიდან იწყება და ამიტომ მასწავლებლის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მასწავლებლებლის შრომა სათანადოდ უნდა დაფასდეს, რათა ჩვენმა მოსწავლეებმა საუკეთესო შედეგებს მიაღწიონ და ღირსეულ პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ.“ - აღნიშნა ალექსანდრე შათირიშვილმა.

გამგებელი პედაგოგებს მხარდაჭერას და თანადგომას დაპირდა.
განათლების საერთაშორისო ფედერაციისა და მისი 401 წევრი ორგანიზაციის ძალისხმევით, მასწავლებელთა საერთაშორისო დღე ყოველწლიურად 5 ოქტომბერს აღინიშნება და ის მიზნად მასწავლებლების მხარდაჭერას ისახავს


imageimage


0
37
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა მოსიაშვილი
მაკა მოსიაშვილი
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0