x
image
worldsport.ge
ყაზაიშვილი კაშიას ემადლიერება

imageარნემის “ვიტესის” შემტევი ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვილი, რომელმაც გსულ კვირაში ჰოლანდიის ერედივიზიონში პირველი ჰეთ თრიქი მიითვალა, გუნდის კაპიტან გურამ კაშიას ემადლიერება.
“გურამი ძალიან დამეხმარა. ის რომ არ ყოფილიყო, შესაძლოა ბევრი პრობლემა შემქნოდა. ახლა კი, მისი წყალობით, კლუბს და ქალაქს შევეგუე. ვიცი, რომ იგი ყოველთვის ჩემს გვერდითაა, ” – იუწყება ყაზაიშვილის სიტყვებს ჰოლანდიური გამოცემა soccernews.nl-ი.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის თქმით, ნახევარდაცვაში თამაში გაცილებით იზიდავს, მაგრამ ფორვარდობას იმიტომ დათანხმდა, რომ სათადარიგოთა სკამზე არ მჯდარიყო:
“გურამმა მითხრა, რომ თავდამსხმელად მეთამაშა. ამ წინადადებას იმიტომ დავთანხმდი, რომ მთავარი იყო მეთამაშა. ბოლოს და ბოლოს, როდესაც მწვრთნელმა მკითხა, ვუთხარი რომ ნახევარდაცვაში თამაში მერჩივნა”.


ლაშა თაბაგარი
www.worldsport.ge

0
25
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0