x
image
worldsport.ge
“იბერია-სტარი” ძირითად ეტაპს “რეკორდით” იწყებს

imageფუტსალში საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი “იბერია სტარი” ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაემგზავრა, სადაც უეფას თასის გათამაშების ძირითად ეტაპზე ითამაშებს.
მე-2 ჯგუფში თბილისელების მეტოქეები რიგის “ნიკარსი”, ბულგარეთის ვარნას “გრან პრო” და პოლონეთის ბიელსკო-ბიალას “რეკორდი” იქნებიან.
2 ოქტომბერს “იბერია სტარი” “რეკორდს” შეხვდება. თამაში თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება. 3 ოქტომბერს ქართველები “ვარნას” დაუპირისპირდებიან და მატჩი სტარტს იმავე დროს აიღებს. 5 ოქტომბერს, თბილისელები “ნიკარს” ეთამაშებიან და შეხვედრა 17 საათზე შედგება.
ძირითადი ეტაპის 6 ჯგუფიდან პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები ელიტ რაუნდში იასპარეზებენ, სადაც მათ რეიტინგის ლიდერები ესპანეთის “ბარსელონა”, ყაზახეთის “ქაირათი” და პორტუგალიის “სპორტინგი” დაემატებიან.



ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
4
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0