x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
შესანიშნავი მსახიობი და უბრალოდ პლანეტის ერთ-ერთი უმშვენიერესი ქალი - მონიკა ბელუჩი 50 წლისაა
დღეს, 30 სექტემბერს ცნობილ იტალიელ მსახიობს და უბრალოდ პლანეტის ერთ-ერთ უმშვენიერეს ქალს მონიკა ბელუჩის 50 წელი შეუსრულდა. ლამაზმანი უმშვენიერესი ქალური ფორმების მფლობელია, რომლისაც მას კი არ რცხვენია, არამედ ამაყობს კიდეც. მონიკა დიდი ხანია თანამშრომლობს ცნობილ ბრენდთან Dolce & Gabbana და შეუძლია ფორაც კი მისცეს მასზე ბევრად ახალგაზრდა და ტანად მოდელებს.


imageimage

თავად მსახიობი ირწმუნება, რომ განსაკუთრებულს არაფერს აკეთებს, რომ მუდამ ფორმაში იყოს. მას არაერთხელ უთქვამს, რომ არ უყვარს ვარჯიში და სპორტული დარბაზები და იქ გატარებული დრო მოსაწყენად და დამღლელად მიაჩნია. ამიტომ მსახიობი ხუმრობს, რომ სპორტულ დარბაზში წასვლის მაგივრად ის შავ ტანსაცმელს იცვამს. "ეს გაცილებით იოლია და მოსახერხებელი", -ამბობს ის.


imageimage


ნახევარსაუკუნოვან იუბილეს მონიკა ოპტიმისტურად განწყობილი შეხვდა. ის არ აპირებს უახლოეს ხანებში კინოდან წასვლას და კარიერის დასრულებას.


imageimage

"რა თქმა უნდა, მოწიფული ქალები, განსაკუთებით მსახიობები-ეს უფრო რთული და ღრმა სახეა, ვიდრე ახალგაზრდა მოდელი გოგონები. ცხოვრებისეული გამოცდილება - ქორწინება, გაყრა, ბავშვები, ოჯახი, სიხარული და ტანჯვა - ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. იყო ლამაზი 20 წლის ასაკში - ეს ძალიან ადვილია. მაგრამ იყო ლამაზი 45 წლის შემდეგ - ეს უკვე თქვენი ცხოვრებისეული პოზიციაა. თუ ცხოვრება ბრძოლა, გამოდის, რომ თქვენ მოიგეთ ეს ბრძოლა... და კიდევ, 40 წელი - ეს ხომ მხოლოდ ცხოვრების ნახევარია", - განაცხადა მონიკამ თავის ერთ-ერთ ინტერვიუში.


imageimage

მართლაც, მონიკა ბელუჩის მთელი ცხოვრება, მისი შემოქმედება და მისი სიმშვენიერე ამ სიტყვების დადასტურებაა.


imageimageimageimage



2
130
4-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
130
  
2014, 1 ოქტომბერი, 17:21
მალენა:)
2014, 1 ოქტომბერი, 17:21
მართლა მაგარი ქალია
0 1 2