x
image
worldsport.ge
რუნი სამი მატჩით დასაჯეს

imageინგლისის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანი უეინ რუნი პრემიერლიგაში მომდევნო სამ მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.
28 წლის თავდამსხმელმა ინგლისის ჩემპიონატის მე-6 ტურში "ვესტ ჰემის" ფეხბურთელის სტიუარტ დოვნინგის წინააღმდეგ განზრახ იუხეშა და წითელი ბარათიც მიიღო. საბოლოოდ გაირკვა, რომ უხეშობა რუნის ძვირად დაუჯდა.
თავად ინგლისელი ფეხბურთელი აღნიშნავს, რომ მან წითელი ბარათი დაიმსახურა და გასაჩივრებას არ აპირებს.
შედეგად, რუნის "ევერტონის", "ვესტ ბრომვიჩის" და "ჩელსის" წინააღმდეგ მატჩების გამოტოვება მოუწევს. მოედანს კი 2 ოქტომბერს მანჩესტერულ დერბში დაუბრუნდება.


გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
27
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0