x
image
beko777
დათო კენჭიაშვილის შემოქმედებითი საღამო
image21 სექტემბერს კლუბ „ქალაქურში“ დათო კენჭიაშვილის მცირე შემოქმედებითი საღამო გაიმართა, ახალ, ჯერ-დაუმთავრებელ კლიპის და ახალი დუეტის პრეზენტაციასთან ერთად.
მოკლედ - მომღერლის პირველი კლიპის ავტორი ერთდროს პოპულარული ვაჟთა ჯგუფ „სთეისის“ სოლისტი და დღეს უკვე რამდენიმე ქართული მხატვრული ფილმის რეჟისორი ზურა მენთეშაშვილია, რომელმაც ლოკაციის ადგილად - ახალციხე, რაბათის ციხესიმაგრე შეარჩია, - კომპიუტერული გრაფიკა, მონტაჟი, სურეალიზმი, აზიური ელემენტები, მზე, თოვლი, ვიზუალი და საბოლოოდ ჯერ ბოლომდე არცაა ნამუშევარი დამთავრებული, - ამ ამბებს უკვე ხუთშაბათს შეგიძლიათ ტ/კ „ობიექტივზე“ ბესო ჩუბინიძის საავტორო გადაცემაში „პირისპირ“-ში უყუროთ სადაც დათო მეგობრებთან ერთად იქნება სტუმრად.


სტუმართა შორის, უამრავ ცნობად სახეს შეამჩნევდით - ლექს-სენი თავის უკრაინელ მეუღლესთან ერთად, თეა დარჩია, ფატუნა ბუშიჰედი, ტატო გოდერძიშვილი, ია ფარულავა (რომელმაც პირველად და არცთუისე ურიგოდ შეითავსა საღამოს წამყვანის როლი), ლალი ტოტიკაშვილი, ანს. „გორდელას“ მშვენიერი თამუნა ალადაშვილი (რომელთან ერთადაც ულამაზესი დუეტიც შეასრულა დათომ), გელა დაიაური (ვაღიარებ, არც ვიცოდი თუ მას დათო კენჭიაშვილთან მუსიკალური დუეტიც ქონდა), დიანა ღურწკაია (ძმასთან ერთად) რომელმაც ასევე შესანიშნავი დუეტი იმღერა დათოსთან ერთად და უამრავი სხვა, ძირითადად მომღერლის სამეგობრო წრიდან.


image

ლამაზი და საინტერესო საღამო კიდევ უფრო გაალამაზა ქართველი სოპრანოს, იტალიაში მოღვაწე ულამაზესი თეონა დვალისა და დათოს ახალმა დუეტმა, რომელსაც თეა დარჩიამ „გზავნილი მსოფლიოს“ უწოდა, - სიმღერამ საზოგადოების ისეთი სიმპათიები დაიმსახურა, რომ ორჯერ გაამეორებინეს, კლიპისგან განსხვავებით, რომელიც სხვა მსგავსი ფორმატის საპრეზენტაციო საღამოებისგან, მხოლოდ ერთხელ გავიდა მონიტორზე, რადგან ის ჯერ კიდე სამუშაო ვერსიაა და ბოლომდე არაა დამთავრებული.


image

მოკლედ, დათო კენჭიაშვილის ფოლკლორულმა მინი-შემოქმედებითმა საღამომ პოზიტიურად ჩაიარა და სტუმარ-მასპინძელიც გვიან დაიშალა. (ჩვენი სპეციალური ექსკლუზიური ვიდეო-რეპორტაჟის ნახვა კი, ამ ლინკზე შეგიძლიათ



http://intermedia.ge/vid/375399-დათო-კენჭიაშვილის-შემოქმედებითი-საღამო/17/user:beko777:show:channel:loop:true


imageimage

0
167
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
167
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0