x
image
beko777
Mediator image
ეთერ კაკულია: - იცით, როგორ მინდა სიცოცხლე?! (ექსკლუზიური ინტერვიუ)

imageმას შემდეგ რაც საზოგადოებამ თავისი საყვარელი მომღერლის მძიმე დაავადების შესახებ გაიგო, ყოველდღიური ინტერესი არ წყდება ეთერ კაკულიას მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ „ვარსკვლავები“ ყოველთვის ოპერატიულ რეჟიმში ახდენს ახალი ამბების მოწოდებას ქ-ნი ეთერის შესახებ, ინტერვიუ კარგახანია არ გვქონია მასთან, მითუმეტეს მას შემდეგ რაც ისრაელიდან დაბრუნდა და მკურნალობის კურსი თბილისში გააგრძელა


- ისრაელში სამკურნალოდ ჩემი საყვარელი ადამიანების დახმარებით წავედი, ჩემი შვილი მახლდა თან, ალიკუნა და იცით იქ, როგორი კლინიკაა? უმაღლესი დონის, ყველანაირად უზრუნველყოფილი, მაღალი დონის ექიმებით და მთელი მსოფლიოდან, რომ ჩამოდიან სამკურნალოდ და კმაყოფილებიც, რომ მიდიან... რამდენს ნიშნავს, არაა კმაყოფილი, რომ მიდის პაციენტი ექიმისგან?
image- ქ-ნო ეთერ ისრაელში თქვენ უფლის საფლავიც მოილოცეთ, რა განცდა იყო?
- (აღელვებული) იცით ეს რა იყო? ვერ გადმოვცემ ამ შეგრძნებას, ამაღელვებელი, თითქოს უფალთან ვიდექი ახლოს და ჯანმრთელობას ვევედრებოდი, უფალმა გამომიგზავნა მე ეს განსაცდელი - ეთო, სნეული გახდი და ეს რწმენით გადაიტანეო, არ მიყვარს სიტყვა ავადმყოფი, სნეული უფრო გამართლებული არაა? უფლის საფლავთან ურიგოდ მიმიშვეს, დავიჩოქე და გიმეორებთ რაღაც შეუდარებელი განცდა მქონდა - მე რომ აქამდე მოვაღწიე, ეს უფლის საჩუქარია და ვიცი შეისმინა ჩემი ვედრება, - ხანდახან ვხუმრობ ხოლმე 102 წელი აღარ მინდა უფალო, ერთი ათი წელი მაცოცხლე კიდევ, რომ ჩემი კეთილი ხალხის სიხარული გავიზიარო-თქო
- ერთი არასასიამოვნო კურიოზიც შეგემთხვათ ვიცი...
- (ეღიმება) რაკეტის ამბავი? აბაა, ეგ რაიყო... ქუჩაში ვისხედით, ღია კაფეში, ვსაუზმობდით და უცებ საჰაერო განგაში ჩაირთო, იქ იცით, როგორაა? მომზადებულია ხალხი და ყველამ იცის ამ დროს როგორ უნდა მოიქცეს, სად უნდა წავიდეს, რომელ გვირაბში... მოკლედ პალესტინის მხრიდან გამოსროლილმა ერთმა რაკეტამ თურმე პირველად მოაღწია ამ მანძილზე და განგაშიც უმაღლესი დონის იყო გამოცხადებული და რაღაც წამებში ეს ხალხი აიშალა, გარბიან, ორგანიზებულად, მე კიდე ვზივარ და საუზმეს ვაგრძელებ... - ეთერი გამოიქეცი დროზე, მიყვირიან, დაბომბვააა... მე კიდე, - რა დაბომბვა, რა „ბომბაუბეჟიშე“ 50 დოლარიანი პიცა დევს მაგიდაზე, თან ისე მშია, რა დროს რაკეტებია-თქო (იცინის), ძლივს ამაგლიჯეს მაგიდას და ჩამიყვანეს ამ გვირაბში, - ასე დამრჩა მაგიდაზე ჩემი 50 დოლარიანი საუზმე (იცინის), რათქმაუნდა ისრაელის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებმა ის რაკეტა ჰაერშივე დაიჭირა, მაგრამ აი, ჩემი საზუმე კი გაქრა...
image- სიმბოლური იყო, რომ ისრაელიდან დაბრუნების შემდეგ საქართველოს პატრიარქი თავად გეწვიათ სახლში...
- (ცრემლები მოსდის) ერთი საათით ადრე მირეკავენ - ქ-ნო ეთერ ხომ სახლში ხართ, თქვენთან პატრიარქი მოდის სტუმრადო, - ვიფიქრე ვიღაც მეხუმრება-თქო და ჩემებურად ვუპასუხე, მაგრამ მერე რომ მითხრეს, რომ - 1 საათში თქვენთან იქნებაო, იციით რა დამემართა? - მეხუთე სართულზე პატრიარქი თავის ფეხით ამოვიდა, კარი გააღო და რომ დამიძახა - ეთერიიი, სახლში ხაროო? - აი, მაშინ დავიჯერე ყველაფერი და აი, მაშინ გავოგნდი და გავშტერი (ეღიმება). ჩემს სიცოცხლეში ასეთი გათიშული არასოდეს ვყოფილვარ, ხმას ვერ ვიღებდი და ისეთ სისულელეებზე ველაპარაკებოდი პატრიარქს გონზე არ ვიყავი...
ისრაელში გაცილების დროს- მაინც რას გულისხმობთ ქ-ნო ეთერ?
- (იცინის) ნარდის თამაში თუ იცი-თქო პატრიაქრს ვკითხები, გესმის რა დამემართა? სულ გავითიშე ისეთი გაახრებული ვიყავი და არვიცოდი ეს პოზიტივი რაც მის მიმართ მაქვს სად წამეღო, მერე გიტარა მთხოვა თუ გაქვსო, უკან ამხელა როიალი დგას და ერთი არ შევთავაზე, წარმოგიდგენია? (ეღიმება) მერე საჩუქრები მომიტანა, ერთი საათი იყო ჩემთან, მელაპარაკა, დამამაშვიდა - მითხრა, კარგად იქნებიო და აბა ახლა მითხარით, როგორ არ ვიყო პოზიტიურად? იცით რააა? მე მგონი პატრიარქს ეს ჩემი პოზიტიური განწყობა მოსწონს და ამიტომ ვუყვარვარ ასე და მეც როგორ მიყვარს ჩვენი პატრიარქი იციით?
- ქ-ნო ეთერ ისრაელიდან ჩამოსვლის შემდეგ საზოგადოებამ არ იცის, რომ თქვენ კლინიკაში მოხვდით ფილტვების ანთების დიაგნოზით, რა მოხდა?
- რავიცი აბა? ფილტვების ანთება დამემართა და სანამ მესამე ქიმიას გავიკეთებდი, მანამდე მოვხვი კლინიკაში... იქაც ისე მომხედეს და მომიარეს, რომ მადლობის მეტი რა მეთქმის? ერთი სომეხი დამლაგებელი იყო ჟანა და პალატას, რომ ალაგებდა ხოლმე მაკვირდებოდა და ერთხელაც მითხრა - შენ რა ეთერ კაკულიასავით ლაპარაკობო? მე ვუთხარი - ეთერი ვარ კაკულია ჟანაჯან, ეთერივარ-თქო! - არიცი რა მიპასუხა? - შენ რანაირი ეთერი ხარ, ის რა ლამაზი ქალია და შენ კიდეო? (იცინის), მერე მივხვდი რას შვება მაკიაჟი და თავის მოვლა და რას ავადმყოფობა და მისავათებული სააავადმყოფო საწოლზე წოლა (იცინის), ძლივს დავაჯერე, რომ ეთერი ვიყავი და თან როგორ იცი? სომხურად ვუმღერე (წაიმღერა).
imageერთდღეს კიდევ, ჩემი მეგობარი ბესო ჩუბინიძე მეწვია კლინიკაში, ვლაპარაკობთ მივედ-მოვედებით ჩვენებურად (იცინის), მედდა შემოვიდა და წნევა გამიზომა, რაღაც ახალი, უცნაური წნევის აპარატი აქვთ, იცი რა მაგარია? გადავირიე - ავტომატურად აკეთებს ყველაფერს, თან რაღაც დიდი დანადგარია და ციფრები ეწერება რამდენი გაქვს წნევა, ხოდა გამიზომა მედდამ წნევა და მერე ბესოს შესთავაზა - მოდი აბა შენი წნევაც ვნახოთო, გაიზომა ბესომ წნევა და ეს მედდა ეუბნება - „ლიოჩიკის“ წნევა გაქვსო! ვაჰ, ვერ გავიგე რას ნიშნავს ეს „ლიოჩიკის“ წნევა (იცისნის), მაგრამ მთავარი ისაა, რომ ამ აპარატის მონიტორზე რჩება ის ციფრები წნევისა, რომელიც ბოლოს გაიზომა ვინმემ... შემოდის ექიმი და აპარატზე წერია ისეთი წნევის ციფრები, რომელიც წესით ჩემისთანა სნეულ ქალს არ უნდა ქონდეს, გაგიჟდა კაცი (ეცინება)
image- ქ-ნო ეთერ 29 ნოემბერს იუბილარი ხართ, მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ასაკი სახელმწიფო საიდუმლოს ხარისხშია აყვანილი, მაინც მაინტერესებს რას აპირებთ წელს ამ დღეს?
- იცით რაა? 102 წელი მინდოდა მეცოცხლა, მაგრამ არ გამომდის ვატყობ (მოიწყინა), და ჩემი ვარსკვლავის გახსნაზე მინდა, იცით რატომ? იმიტომ, რომ მომენატრა ჩემი ხალხის მოფერება, რამდენი თვეა აღარც კონცერტზე გამოვსულვარ, ვეღარც ვერსად მივდივარ და მინდა, რომ ერთი დიდი ლამაზი კონცერტით მოვეფერო ჩემს ქართველ ხალხს. არადა ოქიტაშვილი, რომ მეუბნებოდა ადრე - ვარსკვლავი უნდა გაგიხსნათო, გაჩერდი ერთი თუკაცი ხარ - ვისაც გაუხსენი ყველა გარდაიცვალა-თქო (იცინის) და არმინდათქო, მაგრამ ახლა - უარზე აღარ ვარ (იცინის)
image- თქვენი დაავადების ამბავი როგორაა ქ-ნო ეთერ, რა სტადიაში ხართ ან მკურნალობა როგორ მიდის?
- ექიმები მაიმედებენ, რომ მესამე ქიმიის გაკეთების შემდეგ, შემეტყობა უკეთესობა, მერე ალბათ კიდევ მომიწევს ისრაელში წასვლა, რომ აქამდე რაც გამიკეთეს, იმის შედეგები ნახონ და რავიცი რა გითხრათ აბა? იცით როგორ მინდა სიცოცხლეე? იცით როგორ მინდა კიდე დიდიხანი ვეფერო ჩემს ხალხს? კონცერტები მომენატრა, და იმედი მაქვს 29 ნოემბერს ჩემს დაბადების დღეს მოხერხდება ისე, რომ ერთი ლამაზი კონცერტით მივეფერო ჩემს საქართველოს.


ქ-ნი რომელიც მთელს საქართველოს უყვარს და თავისი პოზიტივით და კეთილი განწყობით დაიმსახურა ყველას სიმპათია, დღეს მხოლოდ ამ სიყვარულით და პოზიტივით აგრძელებს სიცოცხლეს და ღმერთმა ინებოს, რომ კიდევ დიდხანს გაეხარებინოს და გაეხალისებინოს ჩვენი ცხოვრება, ჩვენც ძალიან გვიყვარხართ ქ-ნო ეთერ...

0
2160
5-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
Mediator image
2160
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0