x
image
worldsport.ge
ბიელსა პრეზიდენტს შეურიგდა

image"მარსელის" მთავარ მწვრთნელ მარსელო ბიელსას და კლუბის პრეზიდენტ ვინსენტ ლაბრიუნეს შორის კონფლიქტი ამოწურულია.
შეგახსენებთ, რომ არგენტინელმა ლაბრიუნე შემადგენლობის გაძლიერების შესახებ მიცემული დაპირების შეუსრულებლობისთვის გააკრიტიკა. გასულ კვირას კლუბის პრეზიდენტი და ბიელსა ერთმანეთს შეხვდნენ და როგორც გაირკვა, კონფლიქტი მათ შორის ჩაცხრა.
"ლაბრიუნეს შევხვდი. არ მინდა საუბრის დეტალებზე შევჩერდე, უბრალოდ შემიძლია გითხრათ, რომ კონფლიქტი აღარაა. რა თქმა უნდა, ჩვენი ინციდენტი ფეხბურთელების განწყობაზე ვერ იმოქმედებს. აგრეთვე იმასაც გეტყვით, რომ ჩემ წინააღმდეგ სანქცია არ გატარებულა." - განაცხადა ბიელსამ.


გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
2
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
2
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0