x
image
worldsport.ge
ბუნდესლიგა – სარეკორდო ზაფხული

imageბუნდესლიგის კლუბებს ჯამში არცერთ სატრანსფერო სეზონზე არ დაუხარჯავთ იმდენი ფული, რაც წლეულს. რეკორდი მოხსნილია.
ამ ზაფხულს ყველაზე დიდი თანხა მაროკოელ მცველ მეჰდი ბენატიაში გადაიხადეს – "ბაიერნმა" 26 მილიონ ევროდ იყიდა.
მეორე ადგილზეა ჩირო იმობილე, რომელშიც "დორტმუნდმა" 18, 5 მილიონი ევრო გაიღო.
მესამეზე ჰაქან ჩალჰანოღლუს ტრანსფერია – "ლევერკუზენმა" "ჰამბურგისგან" 14, 5 მილიონად იყიდა.
საერთო ჯამში, ბუნდესკლუბებმა ამ ზაფხულს 279, 5 მილიონი ევრო გადაიხადეს 144 ახალწვეულში. შარშან ზაფხულს 134 ფეხბურთელი შეიძინეს და ჯამში 261 მილიონი გაიღეს.
ისე, გაყიდვებიც საკმაოდ იყო: 157 მოთამაშე გაყიდეს და ჯამში 202 მილიონი აიღეს, შარშან კი 201 ფეხბურთელი წავიდა ბუნდესლიგიდან და 211 მილიონი გამოიმუშავეს. შეფარდებიდან ჩანს, რომ ბუნდესლიგის ფეხბურთელებს წლეულს უფრო დაედოთ ფასი.


ილია კახელიშვილი

www.worldsport.ge

0
29
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0