x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
მაკიაჟის პატარა საიდუმლოებები, რომელიც ყველა ქალბატონმა უნდა იცოდეს
ქალბატონებს არ ეზარებათ მაკიაჟის წვრილმანების ძიება, რომელიც მათ გარეგნობას უფრო ეფექტურს, სასიამოვნოს და მარტივად გასაკეთებელს გახდის.

ყველა ქალბატონს, რომელიც მეტ-ნაკლებად რეგულარულად იყენებს კოსმეტიკას, თავისი მეთოდები გააჩნია.

გთავაზობთ ზოგად რეკომენდაციებს, რომლებიც მაკიაჟის გაკეთებისას შეგიძლიათ გაითვალისწინოთ.

image


-დაიტანეთ ტონალური საშუალება თითებით, როცა გსურთ სახის მსუბუქი დაფარვა ან გამოიყენეთ ფუნჯი სახის მეტად "დაგრუნტვისთვის". Beauty Blender-ის ტიპის ღრუბლები დაგეხმარებათ დაფარვის ხარისხის და სისქის გაკონტროლებაში,

რაც შესაძლებლობას მოგცემთ ერთი ტონალური საშუალებისგან განსხვავებული ეფექტები მიიღოთ.


-მაკიაჟი გაამყარეთ პუდრით, ყოველთვის დაიწყეთ Т-ზონით,

სადაც უფრო სქელი ფენაა საჭირო, ვიდრე სახის სხვა უბნებში.

-ღრმა მუქი ფერის ჩრდილები ბრწყინვალების ეფექტით უფრო ეფექტურად გამოიყურება შავ ფონზე.


-თუ ფერმკრთალი ან გარუჯული ხართ, ნუ იჩქარებთ ახალი ტონალური კრემის შეძენას, არსებულს დაუმატეთ ცოტა დამატენიანებელი საშუალება პირველ შემთხვევაში ან თხევადი ბრონზერი მეორე შემთხვევაში. ამგვარად დაზოგავთ თანხას.


-ნუ შეუშინდებით კრემისებურ ჩრდილებს. თუ ვერ ახერხებთ საზღვრების დატუშვას, დასატუშად აიღეთ მსგავსი ფერის ფხვნილი-ჩრდილები. ამგვარად ადვილად გაართმევთ თავს ყველაზე "ჯიუტ" ჩრდილებსაც, ხოლო ტექსტურების არევით მაკიაჟი უფრო საინტერესო გამოვა.


-თუ ვერ ახერხებთ პომადის შესაბამისი ფერის ფანქრის არჩევას, წამახვილებული თავის მქონე ტუჩის ფუნჯით ნებისმიერი,

ძალიან ვიწრო კონტურის დახატვასაც შეძლებთ.

image
-გამჭვირვალე ფანქარი ტუჩებისთვის შეუცვლელი ვარიანტია პრიალა საცხების მოყვარებულებისთვის. საცხი შეიძლება გაიდღაბნოს, ფანქრის შემთხვევაში კი ეს გამორიცხულია.


-ნუ დაზოგავთ თანხას ჩრდილებზე და მის ჩანაცვლებას ნუ ეცდებით კონსილერით, რადგან კონსილერების უმრავლესობა ცუდად ამაგრებს ჩრდილებს და ადვილად შორდება. უმჯობესია შეიძინოთ სპეციალური ფუძე ან უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენოთ კანისფერი კრემისებური ჩრდილები.


-ფრჩხილის ლაქის მოსაშორებლად, გაჟღენთილი ბამბა დაადეთ ფრჩხილს რამდენიმე წთ. ამის შემდეგ მკვეთრი მოძრაობით მოაშორეთ მიმართულებით ქვევით. ნებისმიერი ჰორიზონტალური მოძრაობა გადღაბნის პიგმენტს ფრჩხილების ირგვლივ და ლაქის აკურატულად მოშორება უფრო გართულდება.


-გამოიყენეთ ბრონზერი, თუნდა მცირე რაოდენობით, არ დაივიწყოთ ყელის მიდამო-რბილი, ფუმფულა ფუნჯით გადაუსვით ყელის კონტურს და ოდნავ შეეხეთ ლავიწის ძვლებს. მაკიაჟის დასრულების შემდეგ დაშორდით სარკეს რამდენიმე ნაბიჯით, რათა ერთიანობაში შეაფასოთ საკუთარი თავი და დარწმუნდეთ, რომ სახე, ყელი და დეკოლტეს ზონა ერთი ფერისაა.







0
559
1-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
559
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0