x
image
მანჩო 777
წამების ყველაზე საშინელი მეთოდები და იარაღები შუა საუკუნეების ევროპაში
შუა საუკუნეების ევროპაში წამება ითვლებოდა დანაშაულის აღიარების მიღწევის კანონიერ ხერხად, წამების სხვადასხვა მეთოდები ფართოდ გამოიყენებოდა დამნაშავის დასასჯელად. იმდროინდელი კანონები არცთუ ისე ჰუმანური იყო და ამიტომ არავინ არ ცნობდა ისეთ გაგებას, როგორიცაა " დამნაშავეების მიმართ ჰუმანური მოპყრობა". წამების გამოყენებას დასასჯელად არავინ არ აკონტროლებდა და არეგულირებდა. სხვათა შორის, წამების მიზანი დამნაშავის სიკვდილი სულაც არ იყო, მისი მიზანი იყო რაც შეიძლება დიდი ტკივილი მიეყენებინა ადამიანისათვის დროს ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე.

შუა საუკუნეების ევროპაში წამების უამრავი საშინელი ხერხი და მოწყობილობა არსებობდა. პრაღაში მუზეუმიც კი არის, რომელიც იმდრონდელ წამების მეთოდებსა და დასასჯელ იარაღებს უკავშირდება.

ამ პოსტში მინდა წარმოგიდგინოთ დამნაშავეების წამებისათვის განკუთვნილი რამოდენიმე მოწყობილობა, რათა ზოგადი წარმოდგენა შეგექმნათ იმდროინდელ განუკითხაობასა და სისასტიკეზე.


1. იუდას აკვანი



image


ეს იყო იტალიური გამოგონება და მას მეორენაირად "იუდას სკამსაც" უწოდებდნენ. მასზე წამება განსაკუთრებული სისატიკით გამოირჩეოდა.

თოკების დახმარებით დამნაშავეს ძალით სვამდნენ პირამიდის მაგვარ სკამზე, ათავსებდნენ რა მის მახვილ წვერს ადამიანის საშოში (თუ დამნაშავე ქალი იყო) ან უკანა ხვრელში. შემდეგ დასასჯელზე ახდენდნენ ზემოდან დაწოლას, რაც იწვევდა კუნთოვანი ქსოვილის დაგლეჯასა და აუტანელ ტკივილს. ხანდახან მეტი ეფექტისათვის დასასჯელს სიმძიმეს უმატებდნენ და ადამიანი იღუპებოდა სისხლისგან დაცლის ან ინფექციის შეჭრის გამო.


2. საწამებელი ხერხი


image


ეს იყო წამების ერთ-ერთი მეთოდი, რომლის დროსაც ცოცხალ ადამიანს ხერხავდნენ შუაზე-სიგრძეზე ან სიგანეზე.



3. საწამებელი მსხალი


image


წამების ეს საშინელი იარაღი შუა საუკუნეებში გამოიყენებოდა იმ ქალების საწამებლად, რომლებიც ახდენდნენ მუცლის ხელოვნურად მოშლას (აბორტს). "მსხალი" აგრეთვე გამოყენებოდა მატყუარებისა და ჰომოსექსუალისტების დასასჯელად. მოწყობილობას ათავსებდნენ დასასჯელის რომელიმე ხვრელში-ქალების დასჯის დროს მათ საშოში, მატყუარას დასასჯელად პირში, ხოლო ჰომოსექსუალისტების დასასჯელად-ანუსში.

მოწყობილობას გააჩნდა ოთხი ლითონის ფურცელი, რომელიც ჯალათის მიერ ხრახნის მოჭერით ნელა იშლებოდა ადამიანის სხეულში.ჯალათს შეეძლო ისე მოეჭირა ხრახნი, რომ გამოეწვია საწამებელი ადამიანის კანის გაგლეჯა, ან ხვრელის მაქსიმალურად გაფართოება, რაც სამუდამოდ ასახიჩრებდა მსხვერპლს. იშვიათ შემთხვევაში ის სიკვდილსაც იწვევდა, მაგრამ უფრო მეტად გამოიყენებოდა "ბონუსად" წამების სხვა მეთოდებთან ერთად.



4. საწამებელი ბორბალი


image


მისი მეორე სახელწოდება "ეკატერინეს ბორბალია". წამების ეს იარაღი ფართოდ გამოიყენებოდა დამნაშავეების დასასჯელად ინკვიზიციის დროს.

მოწყობილობა წარმოადგენდა ურმის თვალს რადიალური ღერძებით..დამნაშავეს თვალზე მიაბამდნენ კიდურებით, რომლებსაც წინასწარ უმტვრევდნენ რკინის კეტით. შემდეგ ბორბალს ატრიალებდნენ და დასასჯელის ძვლები ამ ტრიალის დროს ნელ-ნელა იწყებდა მსხვრევას. საშინელებაა, მაგრამ ხანდახან ასეთი წამების დროს სიკვდილი, რომელიც ერთადერთი შვება იყო წამებულისათვის, მხოლოდ რამოდენიმე დღის შემდეგ დგებოდა.



5. რკინის სკამი


image


ეს მოწყობილობა ძალიან უყვარდათ შუა საუკუნეების ჯალათებს. ადამიანს სვამდნენ რკინის სკამზე, რომელიც დაფარული იყო უამრავი ნემსით. შემდეგ დასასჯელს უჭერდნენ რკინის სალტეებს, რომ ნემსები ღრმად შესულიყო სხეულში.

წამება შეიძლება გარძელებულიყო რამოდენიმე საათი და დღეც კი, რადგან ნემსები არ აზიანებდნენ სასიცოცხლო ორგანოებს და სისხლის დანაკარგიც მინიმალური იყო. მაგრამ ხანგრძლივ წამებას და ტკივილს ადამიანები ვერ უძლებდნენ და ისინი ხშირად სიკვდილით ასრულებდნენ სიცოცხლეს.



6. თავის დასამსხვრევი მოწყობილობა


image


აქ ყველაფერი თვალნათლივ ჩანს: მოწყობილობა ნელ-ნელა ამსხვრევდა თავის ქალას და სახის ძვლებს. თუნდაც ჯალათი გაჩერებულიყო და შეეწყვიტა წამება, წამებულს დიდხანს სიცოცხლე მაინც არ ეწერა მიყენებული ტრავმების გამო.



7. წამება ვირთხებით


image


დიახ, ვირთხებსაც კი გამოიყენებდნენ საწამებელ იარაღად, თანაც ყველაზე საზიზღარი სახით: დასჯის ეს მეთოდი მდგომარეობდა იმაში, რომ მშიერ ვირთხას აიძულებდნენ გამოსასვლელი დასასჯელის სხეულის შიგნით ეძებნა (ნაწლავების გავლით).

იმისათვის, რომ ვირთხა აეძულებინათ ემუშავა, დასასჯელს აშიშვლებდნენ და აბამდნენ ისე, რომ სრულიად უძრავ მდგომარეობაში ყოფილიყო..ვირთხას ათავსებდნენ ადამიანის მუცელზე და თავზე ახურავდნენ ლითონის პატარა გალიას, რომელსაც დროდადრო აცხელებდნენ. ვირთხა გამალებული იწყებდა გასასვლელის ძებნას, რომელიც რა თქმა უნდა, სხეულის გავლით უნდა ეპოვა. ის ძვრებოდა ადამიანის ანუსში, გლეჯდა და ხრავდა რა წამებულის სხეულს. სხეულის დაგლეჯვა დამდენიმე საათს გრძელდებოდა და ადამიანი აუტანელი ტკივილებისაგან საშინელი სიკვდილით იღუპებოდა.



8. კუბო


image


ეს იყო შუა საუკუნეებში ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული საწამებელი იარაღი. დასასჯელს ათავსებდნე კუბო-გალიაში და ისე კრავდნენ, რომ აბსოლუტურად უმოძრაო მდგომარეობაში ყოფილიყო. ასეთ მდგომარეობაში მას ჰკიდებდნე ხალხმრავალ ადგილას განთავსებულ დასასჯელ ბოძებზე მანამ, სანამ სიკვდილი არ დადგებოდა. მსჯავრდებული წყურვილისა და შიმშილისაგან, აგრეთვე სისხლის მიმოქცევის შეწყვეტისაგან იღუპებოდა. ხანდახან სიკვდილის დადგომას დღეები და კვირეებიც კი სჭირდებოდა.



9. მკერდის მარწუხები


image


ეს იყო განსაკუთრებით საზიზღარი მოწყობილობა, რომელსაც მეორენაირად რკინის ობობასაც უწოდებდნენ. მარწუხები გამოიყენებიდა იმ ქალების დასასჯელად, რომლებსაც ბრალი ედებოდათ ცოლქმრულ ღალატში, აბორტის გაკეთებაში, ერესში ან იმაში, რომ ისინი იყვნენ ალქაჯები. მოწყობილობა, რომელსაც წამების წინ ახურებდნენ ცეცხლზე დამატებთი ტკივილის მისანიჭებლად, შედგებოდა ოთხი ბრჭყალისაგან, მათი საშუალებით ნელ-ნელა და მტკივნეულად გლეჯდნენ მკერდს. ქალების უმრავლებობა ვერ უძლებდა ჯოჯოხეთურ ტკივილს და წამების დროს იღუპებოდა.



10. მუხლების სამსხვრევი


image


ინკვიზიციის დროს პოპულარული ეს საწამებელი იარაღი შედგებოდა ხის ორი ლითონისკბილებიანი ბლოკისაგან, რომელშიც დასასჯელის მუხლებს ათავსებდნენ.

ორი დიდი ხრახნით დაკავშირებული ეს ბლოკები ნელ-ნელა მიიწევდნენ ერთმანეთისაკენ, ამსხვრევდნენ რა ადამიანის მუხლის ძვლებს. კბილანების რაოდენობა ბლოკებზე განისაზღვრებოდა დასასჯელის დანაშაულის ხარისხით და მისი სტატუსით. მათი რაოდენობა 3-დან 20-მდე მერყეობდა.

3
909
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
909
  
2014, 7 სექტემბერი, 9:18
ეგ კი მართალი ხარ
2014, 7 სექტემბერი, 8:26
ვეცადე, მთლად ასშინელი მომენტები ამომეღო, მაგრამ მაინც მძიმე გამოვიდა..უნდა ვიცოდეთ, რა საშინელი წლები და საუკუნეები იყო მაშინ, რომ დავაფასოთ ის დრო და სიატუაცია, რაშიც დღეს ვცხოვრობთ:)
2014, 7 სექტემბერი, 0:37
ვაიმე ამ ღამით როგორ შევცდი და ეს წავიკითXე:)
სტატია კარგია მაგრამ მძიმე გული გამიხდა ცუდად
0 1 3