x
image
worldsport.ge
როი კინი საქართველოსთან მძიმე მატჩის მოლოდინშია

imageირლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის მარტინ ონილის ასისტენტი როი კინი აღნიშნავს, რომ გუნდმა რამდენიმე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და კვირას პირველი სერიოზული შეხვედრა, ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს წინააღმდეგ აქვს.
"ბოლო ათი თვე დიდებული იყო. ასისტენტი ვარ და ნაკრების საქმიანობაში ჩარევა არ მერიდება. ნაკრებს რეალური გამოწვევა, ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპზე აქვს და კვირას საქართველოს წინააღმდეგ მატჩით ვიწყებთ. ჩვენ ბევრი ამხანაგური თამაში ჩავატარეთ. იყო საუბრები ჩვენს შესახებ და რაც შემდგომ ოფიციალურ მატჩებში მოხდება, იმის მიხედვით გავსამართლდებით. მოხარული ვარ, რომ წარუმატებელი თამაში დავივიწყეთ და იმედია პოზიტიურ შედეგსაც მივაღწევთ." _ განაცხადა კინმა.
ახალბედა ირლანდიელმა სპეციალისტმა მთავარ მწვრთნელ მარტინ ონილზე და ნაკრების მომავალ მეტოქეებზეც გაამახვილა ყურადღება.
"ონილთან მუშაობით ვტკბები. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ ნაკრებს წარმატება მოვუტანოთ. შევეცდებით ყოველ თამაშში გავიმარჯვოთ. როგორც ონილთან, ასევე ლამბერტისთან მუშაობით ბევრს ვსწავლობ. პრემიერლიგაში მითამაშია და ვმუშაობ, ინგლისში მიღებულ გამოცდილებას, რა თქმა უნდა, ირლანდიის ნაკრებს სასიკეთოდ გავუზიარებ."
ძალიან დაძაბული საკვალიფიკაციო ეტაპი გველოდება. კვირას საქართველოს წინააღმდეგ მაღალი დონის თამაში გველის. ამხანაგურ მატჩებში ნაჩვენები უარყოფითი შედეგის გამო მედია გვაკრიტიკებდა, მაგრამ ეს მხოლოდ ტესტ-მატჩები იყო, მსგავსი კლუბებისა, რომლებიც წინასასეზონო მომზადებას გადიან."
შეგახსენებთ, რომ საქართველოს და ირლანდიის ეროვნულ ნაკრებებს შორის მატჩი, 7 სექტემბერს, “დინამო-არენაზე” 20:00 საათზე დაიწყება.
გიორგი ბალახაძე
www.worldsport.ge

0
28
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0