x
image
worldsport.ge
“ვერონა” ჭანტურიას “კლუჟში” გაანათხოვრებს

imageფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ იტალიური “ვერონა” გიორგი ჭანტურიას რუმინულ “კლუჟში” გაანათხოვრებს. ამის შესახებ იტალიური გამოცემა La Gazetta dello Sport-ი იუწყება.
ამ უკანასკნელის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქართველ შემტევ ნახევარმცველს “კლუჟში” უფრო მეტი სათამაშო პრაქტიკა ექნება, რის გარანტიასაც ამჟამად “ვერონა” ვერ აძლევს.
ჭანტურია იტალიის სერია A-ს კლუბ “ვერონაში” ზაფხულში სწორედ “კლუჟიდან” გადავიდა, მაგრამ 21 წლის ქართველი განაცხადში არ შეუყვანიათ. ამის მიზეზი არაევროკავშირელ ფეხბურთელებზე იტალიაში არსებული ლიმიტია.



ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
21
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0