x
image
worldsport.ge
სანდრო კობახიძე: “დადგა დრო დადებითი შედეგი ვაჩვენოთ”

imageსაქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ “მსოფლიო სპორტთან” საუბარში განაცხადა, რომ დროა გუნდმა დადებითი შედეგი აჩვენოს.
სანდრო კობახიძე: “ძალიან მნიშვნელოვანია პირველ თამაშში როგორი შედეგი გვექნება. ირლანდია ძალიან ძლიერი გუნდია. თუმცა, მასთან თამაში და 3 ქულის აღება შეიძლება. ყოველ შესარჩევ ციკლს კარგი განწყობით ვხვდებოდით, მაგრამ შედეგი ნაკლებად გვქონდა. მოვიდა დრო დადებითი შედეგი ვაჩვენოთ. ამისთვის კარგი სტარტი მნიშვნელოვანი იქნება”.
- უკრაინის პრემირლიგის განვლილი ტური რატომ გამოტოვეთ?
- მარჯვენა ფეხის კუნთმა შემაწუხა და თამაში აღარ გავრისკე.
- განვლილ სეზონში “დნიპროს” რიგებში საერთო ჯამში 48 წუთი ითამაშეთ. ლუცკის “ვოლინში” მუდმივი სათამაშო პრაქტიკა გაქვთ და შესაბამისად უკეთეს ფორმაში უნდა იყოთ...
- ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობ. რამდენად კარგ ფორმაში ვარ, მოედანზე გამოჩნდება. რაც არ უნდა კარგად ვარჯიშობდე, სათამაშო პრაქტიკა მთავარია. “ვოლინში” თითქმის ყველა მატჩში 90 წუთი ვითამაშე, ბოლო შეხვედრას თუ არ ჩავთვლით.
- ახალ გუნდს როგორ შეეწყვეთ?
- კარგად შევეწყვე. პროფესიონალი ფეხბურთელი ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს. რა თქმა უნდა, იჯარით აქეთ-იქით სიარული მთლად კარგი არაა, მაგრამ უთამაშებლობას ნამდვილად სჯობს.
- “ვოლინის” მთავარი მწვრთნელი მოედანზე უშუალოდ რას გავალებთ?
- “ვოლინში” ერთი მატჩი თავდამსხმელადაც ვითამაშე. თუმცა, უფრო კომფორტულად თავს ნახევარდაცვის ფლანგებზე ვგრძნობ. კარგია, რომ მთავარი მწვრთნელი გუნდს შემტევი ფეხბურთის თამაშს თხოვს. ამასთანავე, ფეხბურთელებს ავალებს, რომ თავისი ინდივიდუალური თვისებები მაქსიმალურად წარმოაჩინონ.
- ლუცკელებთან საიჯარო ხელშეკრულება მიმდინარე წლის დეკემბრამდე გაქვთ. მისი ამოწურვის შემდეგ რას აპირებთ?
- რა თქმა უნდა, უკეთეს გუნდში თამაში სჯობს. თუმცა, არც ისაა პრობლემა თუ “ვოლინში” დავრჩები. მთავარია ვითამაშო.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
22
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0