x
image
worldsport.ge
ირლანდიას 3 ფეხბურთელი დააკლდება

imageირლანდიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელ მარტინ ონილს 7 სექტემბერს საქართველოსთან ევროშესარჩევ მატჩში 3 ფეხბურთელი დააკლდება: "რედინგის" მცველი სტივენ კელი, "დერბის" ნახევარმცველი ჯეფ ჰენდრიკი და "ნოტინგემის" ასევე შუახაზელი ენდი რიდი. აქედან, ჰენდრიკი ყველაზე დიდი დანაკლისია, რადგან ნაკრების ბოლო მატჩებს ძირითადში იწყებდა.
მთლად ჯანზე ვერც ცნობილი რობი კინია, თუმცა ის 27-კაციან სიაშია. "ლოს ანჯელეს გელექსის" ფორვარდი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა და ისინი ირწმუნებიან, რომ ფეხბურთელი 7 სექტემბრამდე მზად იქნება.
ნაკრების 27-კაციან სიაში მოხვდა 38 წლის მეკარე შეი გივენიც, რომელსაც 2012 წლის შემდეგ არ უთამაშია ეროვნულ გუნდში. ონილმა მისი დაბრუნება გადაწყვიტა.


www.worldsport.ge

0
37
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0