x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
ბრინჯი ჩინურად
imageშემადგენლობა: 150 გრძელმარცვლიანი ბრინჯი;

3 კვერცხი; 2 ს/კ ზეითუნის ზეთი; 2 კბილი დაჭყლეტილი ნიორი; ერთი კონა მწვანე ხახვი წვრილად დაჭრილი;

125 გ. მოხარშული ბარდის მარცვლები; 1 ს/კ სოიოს სოუსი; მწიკვი მარილი; დაჭრილი მწვანე ხახვი
მოსართავად.

მომზადება: მოხარშეთ ბრინჯი 10-12 წთ, გადაწურეთ და გაავლეთ ცივი წყალი, კიდევ კარგად გადაწურეთ.


ქვაბში ჩაასხით ათქვეფილი კვერცხი და დადგით დაბალ
ცეცხლზე, აურიეთ, მიიყვანეთ შესქელებამდე. გააცხელეთ ზეთი, დაამატეთ ნიორი, ხახვი და ბარდა, მოთუშეთ, აურიეთ 1-2 წთ. დაამატეთ ბრინჯი, კიდევ მოურიეთ.

დაამატეთ კვერცხი, სოიოს სოუსი და მარილი, კიდევ მოურიეთ. გაანაწილეთ თეფშებზე, მორთეთ მწვანე ხახვით.

0
3614
4-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
3614
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0