x
image
worldsport.ge
"ლივერპული" ეტოოს ერთწლიან კონტრაქტს სთავაზობს

imageროგორც goal.com იტყობინება, პრემიერლიგის გასული სეზონის ვიცე-ჩემპიონი "ლივერპული", კამერუნელ თავდამსხმელ სამუელ ეტოოს ერთწლიან კონტრაქტს სთავაზობს.
"მერსესაიდელთა" თავკაც ბრენდან როჯერსს, მილანის "ინტერის", "ანჟის", "ბარსელონას" და ლონდონის "ჩელსის" ყოფილი ფორვარდის საკუთარ გუნდში ხილვა სურს.
მოგეხსენებათ, 33 წლის ფეხბურთელი თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ეტოო ერთწლიან შეთანხმებას დასთანხმდება, იმ შემთხვევაში თუ კვირაში 93 000 ევროს და ბონუსებსაც მიიღებს.


გიორგი ბალახაძე
www.worldsport.ge

0
22
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0