x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134532
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
აშშ-ში მორგის ყოფილმა თანამშრომელმა აღიარა,რომ 100-ზე მეტ გვამთან ჰქონდა სექსუალური კავშირი
image


აშშ-ში შტატ ოჰაიოში მიმდინარეობს სასამართლო 60 წლის მორგის ყოფილი თანამშრომლის, ნეკროფილ კენეტ დუგლასის (kenneth douglas)წინააღმდეგ, რომელიც თითქმის 15 წლის განმავლობაში მუშაობდა მორგში.


საქმის მასალებიდან დგინდება, რომ დუგლასი მუშაობდა მორგში 1978 წლიდან 1992 წლამდე.ამ ხნის განმავლობაში მანიაკმა 100-ზე მეტი გვამი შეურაცხყო.სექსუალური კავშირის დამყარების წინ ნეკროფილი ტრადიციულად ალკოჰოლს ან კოკაინს იღებდა.

"მე უბრალოდ ზედ ვაჯდებოდი მათ და შემდგომ შარვალს ვიძრობდი"-აღიარა მანიაკმა.


დანაშაული მას შემდეგ გაიხსნა, როდესაც 2008 წელს 19 წლის კარენ რენჯის გვამზე დუგლასის დნმ აღმოაჩინეს.


2012 წელს დუგლასი გასამართლებული იქნა სამი გვამის შეურაცხყოფისთვის, ესენი იყვნენ:კარენ რენჯი, ჩარლენ ეპინგი და ეიპრილ ჰიკსი.image

ამჟამად სასამართლო ცდილობს დაადანაშაულოს მორგის ადმინისტრაცია გულგრილობასა და უპასუხისმგებლობისთვის, თუმცა თვითონ ადმინისტრაცია არ აღიარებს დანაშაულს და აცხადებს, რომ "რიგითი თანამშრომლის მოქმედებაზე ისინი არ აგებენ პასუხს".


თუმცა სასამართლო ისევ დუგლასის ჩვენებას დაეყრდნო, "სამუშაოს დროს რომ არ დამელია არაფერიც მოხდებოდა".


სასამართლომ მოიშველია დუგლასის ცოლის ჩვენებაც:"ერთხელ მის ხელმძღვანელს შევჩივლე იმის შესახებ, რომ სამსახურიდან დაბრუნებულ ჩემ ქმარს ყოველ დღე ალკოჰოლის სუნი ამოსდიოდა, თუმცა მან დამამშვიდა დამითხრა, რომ რაც ხდება სახელმწიფო დაწესებულებაში სამუშაო საათებში, მხოლოდ მათი შიდა საქმეა".

image



0
276
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
276
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0