x
image
worldsport.ge
ოქრიაშვილმა შაბათი საღამო და კვირა დღე ბელგიის პოლიციაში გაატარა

imageსაქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა, რომელიც სამი კვირის წინ “გენკს” შეუერთდა, შაბათ საღამო და კვირა დღე გენკის პოლიციის განყოფილებაში გაატარა. ამის შესახებ ბელგიური ინტერნეტპორტალი sportmagazine.knack.be იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, შაბათს, “კორტრეიკთან” ფრედ (1:1) დასრულებული მატჩის მერე, “გენკის” ავტობუსში რამდენიმე ფეხბურთელმა სპირტიანი სასმელი მიიღო და მათ შორის ქართველიც იყო. თანაგუნდელებმა სმა სამხრეთაფრიკელი ნგკონგკა ანელეს ბინაში გააგრძელეს, სადაც ასევე კონგოელი ილომბე მბოიო და ზაირელი ერვე კეიჯი იმყოფებოდნენ.
მოგვიანებით, ოქრიაშვილმა და ანელემ იჩხუბეს. თუ რატომ იკონფლიქტეს მიზეზი უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, 22 წლის ქართველმა ფეხბურთელმა თანაგუნდელებს “მაიმუნები” უწოდა. მეორე ვერსიით, ოქრიაშვილის ანელეს კომენტარები არ მოეწონა, რომელიც სამხრეთაფრიკელმა “კორტრეიკთან” საქართველოს ნაკრების წევრის გარჯაზე გააკეთა.
ამის შემდეგ, ოქრიაშვილმა აფრიკელების კაპმანია დატოვა, მაგრამ თავისი ავტომანქანით შორს ვერ წავიდა, რადგან საწვავი გაუთავდა. გამთენიისას კი, საჭესთან ნასვამი პოლიციამ დააკავა. ქართველი პოლიციის განყოფილებიდან კლუბის დირექტორის ერიკ გერიტსისა და გუნდის მენეჯერის ტონი, გრეკოს ჩარევის შემდეგ გაათავისუფლეს.
წყარო გვამცნობს“ რომ ოქრიაშვილს უკრაინულ კლუბებში “მაგარი” ბიჭის რეპუტაცია ჰქონდა. განვლილი სამი კვირის განმავლობაში კი, მას “გენკში” თანაგუნდელებთან და მწვრთნელებთან შელაპარაკება რამდენიმეჯერ მოუვიდა.
ბუნებრივია, “გენკი” ქართველი ნახევარმცველს და სამივე აფრიკელს სანქციებს დაუწესებს.

ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
46
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
46
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0