x
image
worldsport.ge
პეკერმანმა კოლუმბიელებთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

imageარგენტინელი სპეციალისტი ხოსე პეკერმანი კოლუმბიის ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებში მუშაობას გააგრძელებს.
კოლუმბიის ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, 64 წლის მწვრთნელმა კონტრაქტი 4 წლით გაახანგრძლივა. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე, პეკერმანმა გუნდი 1/4-ფინალში გაიყვანა, სადაც ბრაზილიასთან 1:2 დამარცხდა.
ივლისის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ არგენტინელი დატოვებდა თანამდებობას, რომელიც 2012 წლიდან უკავია. თუმცა, მოგვიანებით გარკვა, რომ კოლუმბიის ფედერაციამ მწვრთნელს დასვენების საშუალება მისცა და მოლაპარაკება აგვისტოსთვის გადადო.


ლაშა თაბაგარი

ლაშა თაბაგარის ფოტო

www.worldsport.ge


0
2
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
2
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0